რიანამ თავისი ბრენდის, Savage X Fenty-ის საქორწინო კოლექციის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. ის ვარდისფერ, პიკანტურ თეთრეულში პოზირებს, რომელიც საქორწინო კაბის ელემენტებითაა გაფორმებული.
აღსანიშნავია, რომ კადრებში სადღესასწაულო ტორტიც ჩანს, ერთ-ერთ ფოტოზე კი ვარდია, რომელიც ნიშნობის ბეჭდით არის შემკული
„ყველაფერი, რაც უნდა გააკეთო, ეს არის თქვა – დიახ, თანახმა ვარ,“ – ასე დაასათაურა ფოტოების სერია 37 წლის არტისტმა და ბიზნესმენი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირებში მედია რიანას მესამე ორსულობაზე აქტიურად საუბრობს. აღნიშნული ფოტოს გამოჩენის შემდეგ კი მედია ვარაუდობს, რომ მალე შესაძლოა რირისა და მისი რჩეულის, A$AP Rocky-ის ქორწილიც ვიხილოთ.
ცნობისთვის, წყვილი 2021 წლიდანაა ერთად, მათ ორი ვაჟი ჰყავთ.
რიანა Harper’s Bazaar-ის გარეკანზე და საუბრები შვილებსა და საყვარელ მამაკაცზე
„წლის ვიდეო!“ – ვერდიქტი გამოტანილია – ემოციური ვიდეო რიანას მეუღლის სასამართლო პროცესიდან






