LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეტ-ნაკლებად მშვიდობიან ვითარებაში მოხდა კარვების აღება” – შსს-ს წარმომადგენელი

254
jutfurdydr

იმე­რე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სო­ფელ ნა­მახ­ვან­თან აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს შეს­თა­ვა­ზეს, რომ კარ­ვებს პო­ლი­ცია სო­ფელ გუ­მათ­თან ჩა­ი­ტანდნენ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გრძელ­დე­ბა გუ­შინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

შსს: სოფელ ნამოხვანის მიმდებარედ მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, მივიღეთ გადაწყვეტილება კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანაზე

გარემოს ეროვნული სააგენტო: სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონის წყლის დონე უახლოვდება საშიშ ნიშნულს

„სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი რთულ მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ურ პი­რო­ბებ­ში გრძელ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ამ დრომ­დე ვერ იქნა ნა­პოვ­ნი ნიკა ან­თი­ძე.

გა­მომ­დი­ნა­რე გუ­შინ­დე­ლი ფაქ­ტი­დან, ასე­ვე ჩვე­ნი მე­ტე­ო­რო­ლო­გე­ბი გვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ ამინ­დის კი­დევ უფრო გა­უ­ა­რე­სე­ბას, არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი მდი­ნა­რე რი­ო­ნის კა­ლა­პო­ტი­დან გად­მოს­ვლა, დავ­დე­ქით აუ­ცი­ლებ­ლო­ბის წი­ნა­შე, რომ კარ­ვე­ბი აგ­ვე­ღო. მეტ­ნაკ­ლე­ბად მშვი­დო­ბი­ან ვი­თა­რე­ბა­ში მოხ­და კარ­ვე­ბის აღე­ბა. ამ დრო­ის­თვის კარ­ვე­ბი არის მან­ქა­ნებ­ზე და­ლა­გე­ბუ­ლი.

აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს შევ­თა­ვა­ზეთ, რომ ჩა­ვი­ტან­დით გუ­მათ­თან, სა­დაც ამ დღემ­დე გრძელ­დე­ბა პრო­ტეს­ტი და ერთი კა­რა­ვი აქვთ დად­გმუ­ლი. მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­უძ­ლი­ათ ეს კარ­ვე­ბი დად­გან და მშვი­დო­ბი­ან ვი­თა­რე­ბა­ში გა­აგ­რძე­ლონ.”-გა­ნა­ცხა­და შსს-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვილ­მა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g