LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეტა“ Threads-ის ვებ-ვერსიას გამოუშვებს

169
page

„მეტა“ თავისი ახალი ტექსტური აპლიკაციის, Threads-ის ვებსაიტს გამოუშვებს, სიახლის ჩაშვება ამ კვირაში იგეგმება. ამით „მეტა“ თავის პლატფორმას რეკლამის განმთავსებლებისთვისა და ჟურნალისტებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის.

Threads-მა, რომელიც Android-ისა და iOS-ის აპლიკაციის სახით 5 ივლისს გამოვიდა და სულ რაღაც ხუთ დღეში 100 მილიონი მომხმარებელი მოიპოვა.

ცნობისთვის, ივლისში ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ტვიტერმა“ შესაძლოა, „მეტას“  სასამართლოში უჩივლოს. მიზეზი სწორედ Threads-ის შექმნაა. აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგისადმი მიწერილ წერილში „ტვიტერის“ იურიდიული წარმომადგენელი, ალექს სპირო Threads-ს ტექსტური აპლიკაციის „ასლის“ შესაქმნელად „ტვიტერის“ თანამშრომლების დაქირავებასა და ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევაში ადანაშაულებს.

Threads მომხმარებელთა ნახევარზე მეტმა დატოვა – ახალი დეტალები „ტვიტერის“ კონკურენტი პლატფორმის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები