მეთიუ პერის გარდაცვალების საბოლოო მიზეზი ცნობილი გახდა. მსახიობი კეტამინის მწვავე ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა. აუტოპსიის შედეგს ლოს-ანჯელესის სასამართლო-სამედიცინო კომისია ავრცელებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მეგობრების“ ვარსკვლავი კეტამინით დეპრესიასა და შფოთვას მკურნალობდა.
შეგახსენებთ, 54 წლის მსახიობი გარდაცვლილი საკუთარ სახლში, ჯაკუზიში 28 ოქტომბერს ოპოვეს.
ცნობისთვის, პერი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს, ნარკო და ალკოჰოლურ დამოკიდებულებას წლების განმავლობაში ებრძოდა, რაზედაც მან 2022 წელს გამოცემულ მემუარებშიც ისაუბრა.
მეთიუ პერის ავტობიოგრაფიული წიგნი „ამაზონის“ ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნი გახდა