მეთიუ მაკკონაჰისა და ვუდი ჰარელსონის განსაკუთრებული, მრავალწლიანი მეგობრობის შესახებ უკვე დიდი ხანია ცნობილია. ახლა კი 53 წლის მეთიუ აცხადებს, რომ 61 წლის ვუდი შესაძლოა მისი ბიოლოგიური ძმა აღმოჩნდეს.
მსახიობს ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მეთიუმ შეიტყო, რომ მის დედას ჰარელსონის მამასთან რომანი ჰქონდა.
მსახიობებს „დნმ“-ის ტესტი ჯერ არ გაუკეთებიათ. მეთიუ ამბობს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა მისთვის რთულია, რადგან ანალიზის პასუხით შეიძლება გაირკვეს, რომ ადამიანი, ვისაც მთელი ცხოვრება, მამად მიიჩნევდა, მისი მამა რეალურად არ იყოს.
„ნამდვილი დეტექტივები“ ბრუნდებიან – მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი ახალ კომედიაში მონაწილეობენ
„ნამდვილი დეტექტივის” ლომები – მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი 20 წლის შემდეგ კვლავ ერთად