LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მევახშე ასახლებს 3 თვის ბავშვს“ – კეკელიძის ქუჩაზე, სადაც ოჯახის გამოსახლებას ცდილობენ, დაპირისპირებაა

526
კეკელიძის ქუჩა

თბილისში, კეკელიძის N1-ში ჩვილბავშვიან ოჯახს ასახლებენ. ადგილზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს თანამშრომლები და პოლიციაა მობილიზებული.

როგორც “რადიო თავისუფლების” “ფეისბუკ” ლაივიდან ირკვევა, გამოსახლების ხელშესაშლელად ადგილზე შეკრებილები არიან მეზობლები და მხარდამჭერები და ცდილობენ, გამოსახლების პროცესს ხელი შეუშალონ.

როგორც ადგილზე მყოფი ჟურნალისტები იუწყება, აღსრულების სამსახური ცდილობს, რკინის კარის გაჭრას და ბინაში შევიდეს.

„აქ მევახშე ასახლებს 3 თვის ბავშვს“. – ამ შინაარსის ბანერია გამოკრული ბინაზე, რომლიდანაც ოჯახის გამოსახლებას ცდილობენ.

ამ სახლზე ბევრი წერია მიმდინარეობს დავა. ოჯახი 2013 წლამდე იხდიდა იპოთეკური სესხის თანხას. ბინა მათ 2008 წელს ჩადეს ერთ-ერთ ბანკში. 2013 წლის მერე ბანკის თანამშრომლებმა ურჩიეს, რომ კერძო მევახშესთან გაეგრძელებინა თანამშრომლობა. როგორც ამ ბინის ერთ-ერთი მცხოვრები ამბობდა, პრობლემები მევახშესთან სესხის აღების შემდეგ დაიწყო და სწორედ მისი მოთხოვნით გაუყიდეს ბინა.

სახლიდან 3 თვის ბავშვი აივნიდან გამოიყვანეს, მეზობელი კი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ 80 ათას ლარამდე ოჯახს გადახდილი აქვს, თუმცა პოლიცია მაინც ცდილობს, რომ ბინა მევახშეს გადასცეს.

ოჯახის მხარდამჭერებს ამ დროისთვის კეკელიძის ქუჩა გადაკეტილი აქვს. ოჯახი ითხოვს, მათ მიეცეთ დრო, რომ ფინანსური მდგომარეობა მოაგვარონ.

 

ფოტო: რადიო თავისუფლების ლაივიდან
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g