„მე მგონია, რომ ნაცნობი იყო ვიღაც, უცნობი რომ ყოფილიყო შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო დღეს“, – აცხადებს დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის ბაბუა.
„ბავშვები სეირნობდნენ, საღამოს ცხრა საათი იყო. ერთ-ერთი ამოვიდა სახლში. მეორე საწყალი, ჩიფს ჭამდა. ცხრიდან 10-ის ნახევრამდე გაწყდა კავშირი. მერე ატყდა ამბავი და ძებნა დავიწყეთ. რომ თქვეს ვიპოვეთო, გაგვიხარდა, მაგრამ გაგუდული იყო. ყელთან აქვს ჩალურჯება. დუჟი აქვს პირზე და შემოხეული აქვს ცოტათი კაბა. და „კალგოტკა“ აქვს ცოტა გახეული და რისგან და რატომ ვერ გავიგე.
ჩვენ ვთვლით, რომ ადგილზე რაღაც მოხდა და პატარა მაგას ვერ გააკეთებდა, მგონია, რომ ვიღაც ნაცნობი იყო. უცნობი რომ ყოფილიყო, შეიძლება, დღეს ცოცხალი ყოფილიყო.“ – ამბობს გარდაცვლილი გოგონას ბაბუა.
შეგახსენებთ, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მოზარდის ახლობლები და მეზობლები გარკვეულ დეტალებზე საუბრობენ.
მომხდარს ეხმაურება საზოგადოების არაერთი ჯგუფი სოციალური ქსელის მეშვეობით.
იზა ომაძე: „ამასობაში კი კიდევ ერთი ანგელოზი აფრინდა.. ღმერთო გააძლიერე მშობლები..“