LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგზავრებმა ევროპიდან 32 საათიან „არსაით რეისით“ იფრინეს

109
AA1GnHw7

ავიაკომპანია Condor-ის მგზავრებმა 32 საათი „არსაით რეისზე“ გაატარეს და უკან დაბრუნდნენ. პორტალი One Mile aT a Time-ის ინფორმაციით, აფრენის აეროპორტში დაბრუნებამდე ლაინერს დაფრენის 3 წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა.

როგორც ზუსტდება, ინციდენტი შვეიცარიიდან საბერძნეთისკენ მიმავალ რეისზე მოხდა. კუნძულ კრეტაზე დაფრენაში თვითმფრინავს ხელი ძლიერმა ქარმა შეუშალა და პილოტებმა გადაწყვიტეს მობრუნებულიყვნენ და ათენში წასულიყვნენ.

იქ საჰაერო ხომალდს საწვავი დაუმატეს და დაახლოებით 2,5 საათის შემდეგ ლაინერმა მეორედ სცადა დანიშნულების ადგილზე დაფრენა. თუმცა, ამინდის გაუარესების გამო მათი მცდელობა ამჯერადაც წარუმატებელი აღმოჩნდა და მგზავრები ღამის გასათევად სალონიკიში გადაიყვანეს.

მეორე დღეს პილოტებს კრეტამდე მიღწევის კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ქარის გამო ლაინერი ისევ ლოდინის ზონაში აღმოჩნდა. შედეგად მათ კურსი ათენისკენ აიღეს და ბოლოს ციურიხს დაუბრუნდნენ.

Condor-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ექსტრემალური ამინდის პირობების და ძლიერი ქარის გამო, კრეტის აეროპორტში დაფრენა-აფრენა შეუძლებელი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები