ავიაკომპანია United Airlines-ის მგზავრმა თვითმფრინავის ბორტზე ტრავმა მიიღო და ავიაგადამზიდს სასამართლოში უჩივლა. როგორც პორტალი Paddle Your Kanoo წერს, ტრავმის მიზეზი გახდა ხელბარგი, რომელიც მგზავრს თავზე დაეცა.
ინციდენტი ბოსტონიდან ლონდონისკენ მიმავალ რეისზე, 2023 წელს მოხდა, თუმცა სარჩელი მხოლოდ ახლა შეიტანეს. ქალმა დააზუსტა, რომ მომხდარის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ მოვიდა გონს.
5 გვერდიან საჩივარში ნათქვამია, რომ მგზავრს მძიმე, ბორბლებიანი ჩემოდანი თავზე, მხრებზე და ზურგზე მოხვდა. მიზეზი კი ის იყო, რომ ბორტგამცილებლებმა ბარგის სწორად და უსაფრთხოდ განთავსება ვერ შეძლეს.
წყაროს ინფორმაციით, მგზავრმა ავიაკომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა მონრეალის კონვენციის მე-17 პუნქტზე დაყრდნობით, სადაც ნათქვამია რომ ავიაკომპანია პასუხისმგებელია ზარალზე, რომელსაც მგზავრი ფიზიკური დაზიანების დროს იღებს.