LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხაელ გალერი: „დონალდ ტრამპი კრემლის საუკეთესო მსახურია, პუტინმა თეთრი სახლი დაიკავა“

135
მიხაელ გალერი

„დონალდ ტრამპი კრემლის საუკეთესო მსახურია. პუტინმა თეთრი სახლი დაიკავა“, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, მიხაელ გალერი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ მედიაში გავრცელებულ ცნობას, რომლის თანახმად, დონალდ ტრამპი უკრაინის სამხედრო დახმარებას აპაუზებს.

მედია: ტრამპი უკრაინას სამხედრო დახმარებას უჩერებს

მიხაელ გალერი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ „ასეთ ღალატს უმკაცრესად გმობს“.

„უკრაინისთვის უკვე შეთანხმებული სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტა არის უპრეცედენტო ტოტალური თავდასხმა იმ ერზე, რომელიც იბრძვის გადარჩენისთვის. მე ვგმობ ასეთ ღალატს უმკაცრესად“, – წერს გალერი.

ცნობისათვის, მედიასაშუალება CNN თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის სამხედრო დახმარებას აპაუზებს.

დონალდ ტრამპი: უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმება მკვდარი არ არის – სამხედრო დახმარების შეჩერებაზე არც კი მისაუბრია, ვნახოთ რა იქნება

დონალდ ტრამპი: ბუშის დროს რუსებმა მიიღეს საქართველო, ობამას დროს – ყირიმი, ტრამპის დროს – ვერაფერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g