დეკემბერი შედის რთულ ენერგეტიკულ ფაზაში – დედამიწა გადადის უარყოფით ენერგოველში, რაც მთელი თვის განმავლობაში განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. იმუნიტეტი სუსტდება, ურთიერთგაგება იკლებს, ხშირდება კონფლიქტური სიტუაციები, ტრავმული და ავარიული ტენდენციები.
კვირის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ 5 დეკემბერს, რადგან სავსემთვარეობა მწვავე ენერგეტიკულ ფონს ქმნის. ამ დღეს არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები, მოერიდეთ პროვოკაციებს და იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.
ვერძი – თქვენი ენერგოტონუსი იზრდება, რაც აქტიურობასა და ინიციატივას ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ მოგიწევთ ზოგიერთი რუტინული ან ფინანსური საკითხის გადაჭრა, საერთო ენერგეტიკული ფონით მაინც კმაყოფილი დარჩებით. იდეების რეალიზაციისთვის კარგი პერიოდია, თუმცა გამოწვევები შესაძლოა განვითარებისა და წინსვლის მიმართულებით გაჩნდეს.
კურო – ენერგია იკლებს. თავს იჩენს ჯანმრთელობის არასტაბილურობა. მოერიდეთ გადაღლას და გაცივებას. ფსიქოემოციური ვითარება მერყეობს, შესაძლოა გაძლიერდეს შიშები, ეჭვები და გარკვეული დეპრესიული ფონიც კი. თუმცა კარგი პერიოდია მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობისთვის. სამუშაო და ფინანსური ვალდებულებები გაიზრდება, რაც მოითხოვს სერიოზულ ყურადღებას.
ტყუპები – ენერგოტონუსი მატულობს და ჯანმრთელობაც მეტად სტაბილური ხდება. კომუნიკაბელურობა და აქტიურობა იზრდება, იგრძნობთ მხარდაჭერას პარტნიორებისგანაც, მაგრამ უარყოფითი ენერგოველი ზრდის შეცდომების ალბათობას, ამიტომ ნუ იჩქარებთ. სამართლიანობის გრძნობა ძლიერდება და დიდი შანსია, უსამართლობაზე მკვეთრი რეაქციები გქონდეთ. საკუთარი პოზიციის დაცვა წარმატებას მოგიტანთ.
კირჩხიბი – ენერგია მცირდება, ჯანმრთელობა მერყეობს და ფსიქოემოციური ფონი სუსტდება. კონტროლი გჭირდებათ როგორც ჯანმრთელობაზე, ისე ემოციებზე. ადვილად შეიძლება გადაიღალოთ. ამასთან, შესაძლოა გარკვეულმა პრობლემებმაც იჩინონ თავი, რაც ყურადღებას მოითხოვს. მეტი დრო დაუთმეთ სამუშაო და პირად ურთიერთობებში წესრიგის დამყარებას.
ლომი – აქტიური და საკმაოდ საინტერესო პერიოდი იწყება, თუმცა დაძაბულიც. შესაძლოა გაურკვეველი იყოს რეაქციები თქვენს მოქმედებებზე და ეს უკმაყოფილებას გამოიწვიოს. ენერგია და ჯანმრთელობა მყარია, რაც საშუალებას გაძლევთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები მკაფიოდ წარმოაჩინოთ. ამასთან, კვირა ხელს უწყობს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მეტად იგრძნობთ ახლობლების მხარდაჭერას.
ქალწული – თქვენთვის შედარებით რთული ფაზა იწყება. ენერგია იკლებს და ჯანმრთელობაც ნაკლებად მდგრადია. შესაძლებელია ადვილად გადაიღალოთ ან გაცივდეთ. მიუხედავად ამისა, კვირა ჯერ კიდევ უწყობს ხელს კონტაქტებს, მოლაპარაკებებსა და პარტნიორულ თანამშრომლობას. შესაძლოა როგორც სახლში, ისე სამსახურში გაჩნდეს დაძაბულობა, ამიტომ საჭირო გახდება მეტი დიპლომატია. არ შეიტანოთ კონფლიქტებში ემოციური ტონი.
სასწორი – ჯანმრთელობა უმჯობესდება და ენერგოტონუსიც იმატებს. კომუნიკაცია, აქტიურობა და საქმიანი ჩართულობა იზრდება. სირთულე შეიძლება კოლექტიურ თანამშრომლობაში გაჩნდეს. მაღალია მოტყუებისა და დეზინფორმაციის რისკი, ამიტომ ყველაფერი გადაამოწმეთ. იყავით დიპლომატიური და აქტიურად გამოიჩინეთ საქმეში პროფესიონალიზმი.
მორიელი – ენერგია ქვეითდება, ჯანმრთელობა მერყეობს და ემოციური გაღიზიანება იჩენს თავს. შესაძლოა ფინანსურ საკითხებში შეხვდეთ სირთულეებს და პასუხისმგებლობაც იმატებს, განსაკუთრებით ახლობლებთან მიმართებით. გარკვეული საკითხები მოითხოვს ყურადღებას, სწრაფ და ინტუიციურ გადაწყვეტილებებს, რათა სიტუაცია მართვად ფაზაში შეიყვანოთ.
მშვილდოსანი – ეს პერიოდი თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიურია. მზე თქვენს ნიშანში იმყოფება, რაც ენერგიას, სტაბილურობასა და ემოციურ სიმტკიცეს ზრდის. აქტიურობა, ორგანიზატორული ნიჭი და გამბედაობა ძლიერდება. იღბალი თქვენკენაა, თუმცა საერთო ენერგეტიკული დაძაბულობის ფონზე მაინც გმართებთ სიფრთხილე. შესაძლებელია ძველი შეცდომების გამოსწორება და ახალი ეტაპის დაწყება. გაიზრდება ამბიცია, თუმცა ეცადეთ, რომ ეს ეგოში არ გადაიზარდოს.
თხის რქა – იწყება წლის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი – დაბადებისწინა ფაზა, როდესაც ენერგია ქვეითდება და იმუნიტეტი სუსტდება. საჭიროა სიფრთხილე, დასვენება და ზომიერება. მოშურნე ადამიანები აქტიურდებიან, ამიტომ აკონტროლეთ გარემო და თქვენი სიტყვებიც. დიდი საქმეების დაწყება არასასურველია. უმჯობესია ძველი საქმეების დასრულება. პასუხისმგებლობები იმატებს, თუმცა პრობლემების მოგვარების რეალური შანსიც გაქვთ.
მერწყული – ენერგია მატულობს, ჯანმრთელობა უფრო სტაბილური ხდება, კომუნიკაბელურობა და აქტიურობა იზრდება. მაგრამ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება პარტნიორული ურთიერთობები – შეიძლება გაგიჭირდეთ საერთო ენის პოვნა. ფინანსური საკითხები წარმატებულია, თუმცა მაღალია მოტყუების რისკი, ამიტომ ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ.
თევზები – ენერგოტონუსი ნელ-ნელა იკლებს, ჯანმრთელობა ყურადღებას საჭიროებს. სამუშაო, კარიერული და საზოგადოებრივი მიმართულებები აქტიურ პერიოდს ქმნის, რამაც შესაძლოა დაძაბულობა მოიტანოს. მოგიწევთ საკუთარი პოზიციების დაცვა და პროფესიული კომპეტენციის მკაფიო დემონსტრირება. ფანტაზია და იდეალიზმი იმატებს, ამიტომ აუცილებელია უფრო რეალისტური მიდგომა. შეინარჩუნეთ კეთილგანწყობა კოლეგებთან.
გეომაგნიტური დღეები: 2, 4, 5 და 6 დეკემბერი.