მიმდინარე კვირაში ნელ-ნელა მოიმატებს ოპტიმიზმი და ურთიერთგაგების უნარი. ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაც უმჯობესდება, რაც წინა პერიოდთან შედარებით აშკარად იგრძნობა. კვირა ხელს უწყობს წარმატებებსა და წინსვლას, თუმცა გარკვეული ნეგატიური ტენდენციები კვლავ იჩენს თავს და ყურადღებას საჭიროებს.
ვერძი – დაძაბულობის ფაზიდან გამოსვლა იწყება, უფრო პრაქტიკული და თანმიმდევრული ხდებით. პოზიტიური შედეგების მიღწევა გაგიადვილდებათ. იწყება ახალი ცხოვრებისეული ეტაპი, რომელიც ილუზიებისგან გათავისუფლებას გულისხმობს. გადახედავთ როგორც ადამიანებთან დაკავშირებულ წარმოდგენებს, ისე სამომავლო გეგმებს. ეს პერიოდი ხელს უწყობს ურთიერთობების, იდეებისა და პროექტების სწორად ჩამოყალიბებას. წარმატებულია მგზავრობა, უცხოელებთან კონტაქტი და პროფესიული წინსვლა.
კურო – ენერგოტონუსი ნელ-ნელა უმჯობესდება, მატულობს სტაბილურობის განცდა. იგრძნობთ მეგობრებისა და ახლობლების მხარდაჭერას. კარგი პერიოდია ახალი გეგმების დასახვისთვის, უცხო ენების შესასწავლად და უცხოელებთან აქტიური ურთიერთობისთვის. შესაძლებელია ახალი პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბება. მოიმატებს ოპტიმიზმი და მოგზაურობის სურვილი.
ტყუპები – ენერგოტონუსი კვლავ მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ემოციური ფონი სტაბილურდება. კარიერულ სფეროში მოსალოდნელია საინტერესო ცვლილებები და ახალი პერსპექტივები. ეს პერიოდი თქვენგან მოითხოვს მეტ დისციპლინასა და თავშეკავებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საიდუმლოების დაცვა – გეგმები და სურვილები უმჯობესია მხოლოდ თქვენთვის შეინახოთ.
კირჩხიბი – კვირა გაცილებით უკეთესად ვითარდება. მატულობს ენერგია, შრომისუნარიანობა და მოთმინება. ფსიქოემოციური მდგომარეობა სტაბილურდება. იგრძნობთ პარტნიორების მხარდაჭერას და უფრო ჰარმონიულად მოემზადებით ახალი წლისთვის. ხელსაყრელია ქორწინება, ახალი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა. დიპლომატია და კომპრომისი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
ლომი – დაძაბულობა, რომელიც ბოლო პერიოდში გაწუხებდათ, თანდათან იკლებს. საჭირო გახდება გარკვეული საქმეების დასრულება და ვალდებულებების შესრულება. ურთიერთობები უმჯობესდება როგორც პირად, ისე პროფესიულ სფეროში. კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში გაჩნდება ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები.
ქალწული – ენერგია და შრომისუნარიანობა იმატებს, ემოციურად მეტად მშვიდდებით. საერთო დაძაბულობა მცირდება, რაც თვითრწმენის ზრდას უწყობს ხელს. თქვენი მოქმედებები უფრო შედეგიანი ხდება, გავლენის სფერო ფართოვდება. ურთიერთობებში უკეთ ერკვევით როგორც სასიყვარულო, ისე საქმიანი თვალსაზრისით. კარგი პერიოდია რომანტიკისა და ურთიერთობების გასაძლიერებლად.
სასწორი – კვირა წინა პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ოპტიმიზმი და შინაგანი განწყობა მაღალია, რაც ურთიერთობების დალაგებას უწყობს ხელს. პრობლემების გადაწყვეტა გაგიადვილდებათ როგორც სახლში, ისე სამსახურში. მოსალოდნელია წინსვლა და საყოფაცხოვრებო საკითხების წარმატებით მოგვარება.
მორიელი – ძალიან მნიშვნელოვანი საინფორმაციო პერიოდია. შესაძლებელია ღირებული ინფორმაციის მიღება ან ახალი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება. ურთიერთობები ახლო ადამიანებთან უმჯობესდება. ემოციურად სტაბილური ხდებით, იმატებს ენთუზიაზმი და ინტუიცია. ახალი იდეების ფორმირება და პრობლემების მოგვარება უფრო მარტივი ხდება.
მშვილდოსანი – პოზიტიური პერიოდი გრძელდება. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა სტაბილური. თქვენი ოპტიმიზმი, ორგანიზატორული უნარები და გონებამახვილობა ზრდის თქვენს ავტორიტეტს. ურთიერთობები ირგვლივ მყოფებთან კონსტრუქციულ ხასიათს იძენს. კარგი დროა იდეების რეალიზაციისთვის და მატერიალური შედეგების მისაღებად.
თხის რქა – სიტუაცია თანდათან უმჯობესდება. მატულობს ენერგია, იმუნიტეტი და შრომისუნარიანობა. ემოციური მდგომარეობა სტაბილურდება, დაძაბულობა იკლებს. იზრდება თვითრწმენა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა. ნაყოფიერი პერიოდია ურთიერთობებისა და საქმეების მოწესრიგებისთვის, ახალი პროექტებისა და საქმეების დასაწყებად.
მერწყული – ენერგოტონუსი მაღალია, აქტიურობა და ოპტიმიზმი მატულობს. იდეების ჩამოყალიბება და რეალიზაცია გაგიადვილდებათ. საერთო დაძაბულობა მცირდება, ჩნდება სურვილი გეგმების კორექტირებისა და რეფორმების გატარების. ინტუიცია გაძლიერებულია, რაც სწორ გადაწყვეტილებებს განაპირობებს.
თევზები – ენერგოტონუსი და ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ძლიერდება ინტუიცია და თვითრწმენა. პარტნიორული თანამშრომლობა ნაყოფიერი ხდება, იგრძნობთ კოლეგებისა და მეგობრების მხარდაჭერას. კვირა ხელს უწყობს სიახლეებს, რეფორმატორულ მოქმედებებს, მოგზაურობასა და უცხოელებთან კონტაქტებს.
გეომაგნიტური დღეები: 22, 24, 27 და 28 დეკემბერი.