პერიოდი მთლიანობაში დაძაბული არ არის, თუმცა კვირის მეორე ნახევარში შესაძლოა გარკვეული სირთულეები გაჩნდეს, რადგან დედამიწა შედის უარყოფით ენერგოველში. შესაბამისად, კვირის პირველი ნაწილი უფრო ნაყოფიერი და წარმატებულია, ხოლო 27 ნოემბრიდან ნეგატიური ტენდენციები იძენს ძალას.
გარდა ამისა, პლანეტა მერკური, რომელიც აქამდე უკუმავალ გავლენას ახდენდა და ართულებდა ახალი იდეების რეალიზაციას, 29 ნოემბრიდან იწყებს სწორ მოძრაობას. ეს ქმნის პირობებს უკეთესი კომუნიკაციისთვის, ახალი პროექტების დაწყებისთვის, იდეების განხორციელებისა და ურთიერთგაგების ზრდისთვის.
ვერძი – კვირა თქვენთვის მთლიანობაში დადებითად ჩაივლის. შეძლებთ პრობლემების გადაჭრას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. კვირის მეორე ნახევარში მოსალოდნელია გარკვეული გულდაწყვეტა, განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში. პირველი ნახევარი ხელსაყრელია იდეების რეალიზაციისთვის, მოლაპარაკებებისთვის, ხელშეკრულებების გაფორმებისა და საქმიანი აქტივობებისთვის. ხელსაყრელია მგზავრობა და მოგზაურობა.
კურო – კვირა არ არის ცუდი, მაგრამ განსაკუთრებით პოზიტიური მისი პირველი ნახევარია. ენერგოტონუსი უმჯობესდება, ჯანმრთელობა სტაბილურია, იზრდება კარიერული შესაძლებლობები. გაძლიერდება ურთიერთგაგება და კომუნიკაცია გარემოცვასთან. 27 ნოემბრიდან სიფრთხილეა საჭირო ფინანსურ საკითხებში და პარტნიორთა წინადადებების შეფასებისას. მეორე ნახევარი მოითხოვს მეტ თავშეკავებას, კერძოდ, ნუ გაამჟღავნებთ თქვენს გეგმებს და პირად ინფორმაციას.
ტყუპები – ენერგოპოტენციალი საგრძნობლად იმატებს. ხდებით აქტიური, ინიციატივიანი და კომუნიკაბელური. შესაძლებლობა გექნებათ მიიღოთ ფინანსური სარგებელი, განახორციელოთ იდეები და ჩაერთოთ მნიშვნელოვან პროექტებში. ფსიქოემოციური სტაბილურობა მაღალია. თუმცა კვირის მეორე ნახევარში ემოციური მგრძნობელობა მატულობს, სასიყვარულო ურთიერთობებში მეტი ყურადღება დაგჭირდებათ, რათა თავიდან აიცილოთ დაძაბულობა.
კირჩხიბი – კვირა საკმაოდ ეფექტური და წარმატებულია. ჯანმრთელობა სტაბილურია, ინტუიცია გამძაფრებულია, იღბლიანობა მაღალი. პირველი ნახევარი განსაკუთრებით ხელსაყრელია როგორც პირად, ისე საქმიანი საკითხებისთვის. კვირის მეორე ნახევარში ყურადღება და მოთმინება დაგჭირდებათ, რადგან კონფლიქტების ალბათობა მატულობს.
ლომი – პირველი ნახევარი საკმაოდ პოზიტიურია. შესაძლოა სახლის ან ოჯახის საქმეებში სასიკეთო ცვლილებები მოხდეს. ოჯახის წევრებთან ურთიერთგაგება გაძლიერდება და მხარდაჭერას იგრძნობთ. გამოავლენთ ლიდერულ და ორგანიზატორულ უნარებს, რაც თქვენს ავტორიტეტს გააძლიერებს. მეორე ნახევარში შეიძლება გაჩნდეს სირთულეები, რომლებიც შესაძლოა ფინანსურ დანაკარგსაც უკავშირდებოდეს.
ქალწული – კვირის პირველი ნახევარი წარმატებულია. ჯანმრთელობა კარგია, შრომისუნარიანობა და შეუპოვრობა მაღალი. ხელსაყრელია კარიერული განვითარება, კვალიფიკაციის ამაღლება და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. შესაძლებელია ახალი, პერსპექტიული სამსახურის დაწყებაც. მეორე ნახევარში ურთიერთობები შესაძლოა დაიძაბოს, განსაკუთრებით ქალ პარტნიორებთან. იმპულსურობა და სარკაზმი შეიძლება პრობლემად იქცეს, სჯობს თავი შეიკავოთ მკვეთრი კომენტარებისგან.
სასწორი – პირველი ნახევარი განსაკუთრებით წარმატებულია. ხელს უწყობს კარიერულ ზრდას, შემოქმედებითი უნარების გამოვლენასა და პარტნიორულ თანამშრომლობას. ხელსაყრელია მგზავრობა. 27 ნოემბრიდან ვითარება იძაბება, იზრდება სირთულეებისა და ფინანსურ საკითხებში შეცდომის ალბათობა. აუცილებელია ინფორმაციის გადამოწმება. თუმცა სხვა მხრივ, სასიკეთო პერიოდია ჯანმრთელობა სტაბილურია, კომუნიკაბელურობა მაღალი.
მორიელი – თქვენი ჯანმრთელობაც სტაბილურია, ენერგია მაღალი. იზრდება თქვენი პოპულარობა და გავლენა. ხელსაყრელია კარიერული და ფინანსური პროგრესი. მოიმატებს თავგადასავლებისკენ ლტოლვა, თუმცა სიფრთხილე გმართებთ მკვეთრი, სარკასტული გამონათქვამებისგან, განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარში. ფულთან დაკავშირებითაც, ხარჯვის კუთხით, ზომიერება დაგჭირდებათ.
მშვილდოსანი – ენერგიული და აქტიური პერიოდი გაქვთ. საქმეში და ბიზნესში კონკრეტულ შედეგებს მიიღებთ. ფინანსური მდგომარეობაც შეიძლება გაუმჯობესდეს. იგრძნობთ მხარდაჭერას ხელმძღვანელების, კოლეგებისა და პარტნიორებისგან. პირველი ნახევარი ხელს უწყობს იდეების რეალიზაციას. 27 ნოემბრიდან იმპულსურობა მატულობს, ამიტომ მოერიდეთ მოვლენების ფორსირებას, რათა შეცდომები არ დაუშვათ.
თხის რქა – ეფექტური და წარმატებული კვირაა როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური მუშაობისთვის. გაიზრდება თქვენი ავტორიტეტი. ხელსაყრელია ქორწინება და მნიშვნელოვანი პირადი ნაბიჯების გადადგმა. შესაძლებელია ახალი შესაძლებლობების გამოჩენა ნიჭისა და უნარების წარმოსაჩენად. მეორე ნახევარში მოსალოდნელია მოშურნეთა აქტივობა და ინტრიგები – ნუ გაამჟღავნებთ პირად გეგმებს.
მერწყული – კვირა მთლიანობაში პოზიტიურია. განწყობა უმჯობესდება, საქმიანობა ნაყოფიერი ხდება. ხელსაყრელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, ინვესტიციები და ქონებრივი საკითხები. შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან უძრავი ქონების შეძენა. პერიოდი დინამიკურია და ხელს უწყობს თქვენი იდეების რეალიზაციას. შესაძლებელია პრიორიტეტების შეცვლაც – უფრო ეფექტურად იმოქმედებთ.
თევზები – უდავოდ უკეთესი პერიოდია წინა კვირასთან შედარებით. გაადვილდება საერთო ენის პოვნა, რაც მოლაპარაკებებისთვის შესანიშნავი პირობაა. შესაძლებელი გახდება ზოგიერთი იდეის რეალიზაცია და საკუთარი პროექტების პოპულარიზაცია. ხელსაყრელია კარიერული წინსვლა და ხელმძღვანელებთან ურთიერთობის გაუმჯობესება. თუ ჩართული ხართ სასამართლო საკითხებში, დიდი ალბათობით პროცესები თქვენს სასიკეთოდ წარიმართება.
გეომაგნიტური დღეები: 24, 27, 28 და 29 ნოემბერი