დედამიწა ამ კვირიდან თანდათან გადადის დადებით ენერგოველში, რაც ხელს უწყობს ურთიერთგაგების ზრდას და ჯანმრთელობის მდგომარეობის ნელ-ნელა გაუმჯობესებას. იზრდება შესაძლებლობები და ეს ტენდენციები ყველა ზოდიაქოს ნიშანზე აისახება.
ვერძი – დაძაბულობა თანდათან იხსნება და თქვენს ცხოვრებაში უფრო პრაქტიკული და თანმიმდევრული ხდებით. გეძლევათ შესაძლებლობა, პოზიტიურ შედეგებს მოუყაროთ თავი. თავისუფლად შეძლებთ ილუზიებზე უარის თქმას, ზოგიერთ წარმოდგენას ადამიანებისა და მოვლენების მიმართ გადახედავთ. ეს სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს. პერიოდი ხელს უწყობს პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას. მნიშვნელოვანია კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება.
კურო – ენერგოტონუსი უმჯობესდება, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება. ხდებით აქტიური, ენერგიული და შრომისუნარიანი. ირგვლივ საერთო სიტუაცია სტაბილურდება, უფრო მეტ მხარდაჭერასა და თანადგომას გრძნობთ. შეგიძლიათ სასიკეთო გეგმების დასახვა. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, ახალ წელს უცხოეთში შეხვდეს. მთავარია ოპტიმისტური განწყობა, რადგან რაც უფრო პოზიტიურად იქნებით, მით უკეთ წარიმართება ეს პერიოდი.
ტყუპები – დაძაბულობა ნელ-ნელა იხსნება. კარიერული კუთხით ჩნდება საინტერესო შესაძლებლობები და პერსპექტივები, შესაძლებელია წინადადებების მიღებაც, რაც თქვენს წინსვლას შეუწყობს ხელს. გამოავლინეთ მებრძოლი სულისკვეთება და თავდაჭერა. მნიშვნელოვანია საიდუმლოს დაცვა და თქვენი გეგმების ზედმეტად არ გახმაურება. ამით უფრო გაძლიერდება თქვენი პოზიციები. მოქმედებისას დაეყრდენით საკუთარ ინტუიციას.
კირჩხიბი – აშკარად იგრძნობთ დაძაბულობის მოხსნას. განწყობა უმჯობესდება და პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერას გრძნობთ, როგორც სასიყვარულო, ისე საქმიანი ურთიერთობების კუთხით. კოლექტიური თანამშრომლობა ნაყოფიერ ელფერს იძენს. შეძლებთ შემოქმედებითი უნარების უკეთ წარმოჩენას. არ არის გამორიცხული, რომ ეს პერიოდი ქორწინებისთვისაც ხელსაყრელი აღმოჩნდეს. ახალი წლის დადგომას საკმაოდ კარგი განწყობით შეხვდებით.
ლომი – წინა კვირის დაძაბულობა თანდათან მცირდება. განწყობა უმჯობესდება, ირგვლივ მყოფი ადამიანებიც უფრო დადებითად არიან განწყობილი. ენერგოტონუსი მაღალია, შრომისუნარიანობა იზრდება. შეძლებთ ზოგიერთი საქმის დასრულებასა და ვალდებულებების შესრულებას. უმჯობესდება ურთიერთობები სასიყვარულო პარტნიორებთან, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, რაც თქვენს წინსვლას შეუწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, საახალწლო პერიოდში არ გაცივდეთ.
ქალწული – ამ კვირაში თავს გაცილებით უკეთ გრძნობთ. ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა უმჯობესდება, იზრდება თვითრწმენა და მოქმედების ეფექტიანობა. შესაძლებელია გავლენის სფეროს გაფართოება და ახალი შესაძლებლობების გამოჩენა. გარკვევით დაინახავთ ურთიერთობებში არსებულ საკითხებს, როგორც სასიყვარულო, ისე საქმიანი პარტნიორების მიმართულებით. ერთობლივი გეგმების ჩამოყალიბება ამ პერიოდში განსაკუთრებით ნაყოფიერია. შეძლებთ თქვენი ორგანიზატორული და ლიდერული უნარების კარგად წარმოჩენას.
სასწორი – დედამიწის დადებით ენერგოველში გადასვლა თქვენს განწყობაზეც მკვეთრად აისახება. ოპტიმიზმი და პოზიტიური დამოკიდებულება იმატებს. კარგი პერიოდია საოჯახო და სანათესაო ურთიერთობებისთვის, რადგან მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. უმჯობესდება ურთიერთობა შვილებთანაც. შეძლებთ ზოგიერთი საოჯახო პრობლემის მოგვარებას და ახალ წელს მშვიდი განწყობით შეხვდებით. ინტუიცია გაძლიერდება, ამიტომ იმოქმედეთ თქვენი საფირმო დიპლომატიით.
მორიელი – აშკარად იგრძნობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში უკეთესობისკენ ძვრებია. დაძაბულობა იხსნება და ბევრ პრობლემას უფრო მარტივად მოაგვარებთ, როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობებში. კომუნიკაცია ხდება კონსტრუქციული და ნაყოფიერი. პერიოდი ხელს უწყობს შეხვედრებს, მოლაპარაკებებსა და მრავალფეროვან კონტაქტებს. შესაძლებელია მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება და მისი პრაქტიკული გამოყენება, ასევე ახალი პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბება. კარგია მგზავრობა და მოგზაურობა.
მშვილდოსანი – ენერგოტონუსი კვლავ მაღალია. იმოქმედეთ აქტიურად, გამოავლინეთ ინიციატივა, იუმორი და გონებამახვილობა. ინტუიცია დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. ამასთან, ეს პერიოდი ხელს უწყობს ურთიერთობების აღდგენასა და კონსტრუქციულ მოქმედებას. ხდებით უფრო ფრთხილი და ნაკლებად სულსწრაფი, რაც შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ახალი იდეები და წარმატებები სწორედ ამ მიდგომით იქნება შესაძლებელი.
თხის რქა – სიტუაცია აშკარად უმჯობესდება. იზრდება შრომისუნარიანობა, მოთმინება და ენერგია, ნაკლებად იღლებით და ფსიქოემოციურად უფრო სტაბილურად გრძნობთ თავს. თვითრწმენა მატულობს და შეძლებთ წესრიგის დამყარებას როგორც საქმეში, ისე პირად ცხოვრებაში. მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, რაც ამ პერიოდს განსაკუთრებით წარმატებულს ხდის. იზრდება შარმი, მიზიდულობა და კრეატიულობა, ადვილად ხვდებით ყურადღების ცენტრში.
მერწყული – მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები გეგმებსა და პროექტებში. რეკომენდებულია ყოველდღიურ საქმეებზე კონცენტრირება და ახალი, სარისკო წამოწყებებისგან თავის შეკავება. ენერგოტონუსი მცირდება, ამიტომ მეტი დასვენებაა საჭირო. ეცადეთ, ახალი წელი დადებითი განწყობით შეხვდეთ და ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით გაცივების თავიდან ასაცილებლად. სხვა მხრივ პერიოდი სტაბილურია.
თევზები – თავს გაცილებით უკეთ გრძნობთ. ენერგოტონუსი და იმუნიტეტი იზრდება, ხდებით უფრო აქტიური და თავდაჯერებული. ძლიერდება ინტუიცია, რაც სწორ გადაწყვეტილებებში დაგეხმარებათ. ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა ნაყოფიერ ელფერს იძენს და იგრძნობთ კოლეგებისა და მეგობრების მხარდაჭერას. პერიოდი ხელსაყრელია რეფორმებისთვის, სიახლეებისთვისა და ახალი კონტაქტებისთვის, რაც დადებით განწყობას შეგიქმნით.