LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (5-11 იანვარი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

5720
მიხეილ ცაგარელი

დედამიწა შედარებით პოზიტიურ ენერგოველში იმყოფება, რაც ხელს უწყობს განწყობის გაუმჯობესებას, ურთიერთგაგების ზრდასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციას. თუმცა, ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშნისთვის წარმატების შანსები უფრო მაღალი იქნება, სხვებისთვის კი შედარებით შეზღუდული.

ვერძი – ენერგოტონუსი მცირდება, ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადია, ამიტომ მნიშვნელოვანია თავი აარიდოთ გადაღლასა და გაციებას. ახალი იდეებისა და პროექტების რეალიზაცია გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება, შესაძლებელია გეგმების რადიკალური გადახედვა. უმჯობესია დაეყრდნოთ საკუთარ შესაძლებლობებს და აკონტროლოთ მიმდინარე პროცესები. შეცდომების დაშვების ალბათობა არსებობს, თუმცა მათი გამოსწორების შანსიც გექნებათ.

კურო – ენერგოტონუსი მაღალია, ხართ აქტიური და ინიციატივიანი. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ორგანიზმის გადატვირთვისგან თავის შეკავება, მათ შორის კვების კუთხითაც. მოიმატებს ინტერესი ახალი ცოდნის, მოგზაურობისა და უცხოელებთან კონტაქტების მიმართ. შესაძლებელია ახალი პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბება. ოპტიმიზმი გემატებათ და სწორედ მასზე დაყრდნობით შეძლებთ წარმატების მიღწევას.

ტყუპები – პერიოდი ჯანმრთელობის მიმართ მეტ ყურადღებას მოითხოვს. ენერგოტონუსი და იმუნიტეტი მცირდება, ამიტომ მოერიდეთ გადაღლასა და სარისკო მოქმედებებს. მნიშვნელოვანია სიტყვების კონტროლი და საიდუმლოების დაცვა, რადგან მათი გამჟღავნება თქვენს წინააღმდეგ შეიძლება იქნეს გამოყენებული. ახალი მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება არ არის რეკომენდებული, თუმცა ოპტიმიზმსა და ენთუზიაზმზე დაყრდნობით შეძლებთ გეგმების სწორ განვითარებას.

კირჩხიბი – პერიოდი პოზიტიურია. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი. ინტუიცია გაძლიერებულია და სწორ არჩევანს აკეთებთ. ხელსაყრელია შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა, ასევე ქორწინება და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, როგორც სასიყვარულო, ისე საქმიანი კუთხით. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსებიც იზრდება. საკუთარი გეგმები ჯობია საიდუმლოდ შეინახოთ.

ლომი – ჯანმრთელობის მიმართ სიფრთხილე აუცილებელია, რადგან ენერგოტონუსი მცირდება. შესაძლებელია მოულოდნელი საქმეების ან სხვისი პრობლემების მოგვარების აუცილებლობა. ზოგიერთი გეგმის რეალიზაცია შეიძლება შეფერხდეს. მნიშვნელოვანია კოლეგებსა და ხელმძღვანელებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება, რადგან სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული თქვენი პროფესიული წინსვლა.

ქალწული – საინტერესო და აქტიური პერიოდია. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი. კარიერულ სფეროში სასიკეთო ძვრებია მოსალოდნელი. სასიყვარულო ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის, შესაძლებელია ახალი რომანტიკული კავშირები ან მოულოდნელი თავგადასავლები. სასარგებლო იქნება კონკურსებში მონაწილეობა. გამოავლინეთ ინიციატივა და ორგანიზატორული უნარები.

სასწორი – პერიოდი გარკვეულ სიფრთხილეს მოითხოვს. ენერგოტონუსი მცირდება, ფსიქოემოციური არასტაბილურობა იმატებს. მნიშვნელოვანია საოჯახო და სანათესაო ურთიერთობებისთვის მეტი დროის დათმობა, რაც დადებითად აისახება თქვენს განწყობაზე. საცხოვრებელთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება სასიკეთოდ გადაწყდეს. იმოქმედეთ დიპლომატიურად.

მორიელი – პერიოდი პოზიტიურია. ჯანმრთელობა უმჯობესდება, ენერგოტონუსი იმატებს. ხართ აქტიური, ინიციატივიანი და მებრძოლი სულისკვეთების. მნიშვნელოვანი ხდება ახალი კონტაქტები, შეხვედრები და მოლაპარაკებები, საიდანაც სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ. ხელსაყრელია სწავლა, მოგზაურობა და პარტნიორული თანამშრომლობა. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები.

მშვილდოსანი – ენერგოტონუსი მცირდება, საჭიროა სიფრთხილე და გადაღლის თავიდან აცილება. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და აკონტროლეთ სარკასტული ან დიქტატორული ტონი. წინა პერიოდში დაწყებულმა საქმეებმა შეიძლება მატერიალური სარგებელი მოგიტანოთ, თუმცა ინვესტიციებისა და კაპიტალდაბანდებებისგან თავი შეიკავეთ. მიღებული შედეგები დადებითად აისახება თქვენს განწყობაზე.

თხის რქა – თქვენ ხართ ამ პერიოდის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი. მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, რაც ენერგოტონუსისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ხდებით აქტიური, ინიციატივიანი ლიდერი და კარგი ორგანიზატორი. კრეატიულობა და მიმზიდველობა მატულობს. ხელსაყრელია იდეების რეალიზაცია და პარტნიორული თანამშრომლობა. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი.

მერწყული – განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია წლის განმავლობაში. ენერგოტონუსი და ჯანმრთელობა არამდგრადია, იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. შესაძლებელია ფარული წინააღმდეგობების გააქტიურება, ამიტომ აკონტროლეთ გარემო და დაიცავით საიდუმლოებები. მოერიდეთ კონფლიქტებს და პროვოკაციებს, ჯობია ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ და მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას.

თევზები – პერიოდი პოზიტიურია. ენერგოტონუსი მაღალია, ინტუიცია გაძლიერებული, რაც სწორ არჩევანში გეხმარებათ. სიახლეების დროა. რეფორმატორული პერიოდი იწყება, ამიტომ ხელსაყრელია ახალი იდეებისა და პროექტების ჩამოყალიბება. ინტერნეტთან აქტიური კონტაქტი საინტერესო ადამიანებისა და ინფორმაციის მიღებაში დაგეხმარებათ. შემოქმედებითი უნარები კარგად წარმოჩინდება, მეგობრული მხარდაჭერაც შესამჩნევი იქნება.

გეომაგნიტური დღეები: 6, 7 და 10 იანვარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები