მთელი თვის განმავლობაში დედამიწა შედის დაძაბულ ენერგეტიკულ ფაზაში, რაც მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. ურთიერთგაგება იკლებს, მატულობს კონფლიქტური სიტუაციები, ასევე იზრდება ტრავმებისა და ავარიული შემთხვევების რისკი. შესაბამისად, ყველა ზოდიაქოს ნიშანს სჭირდება მეტი ტაქტი, თავშეკავება და ყურადღება, განსაკუთრებით ურთიერთობებში.
ვერძი – ჯანმრთელობა სტაბილურია, ენერგიაც მაღალია, აქტიური, ინიციატივიანი და ორგანიზატორული უნარებით გამორჩეული ხართ. თუმცა საერთო ფონის გამო მაინც იზრდება დაძაბულობა, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც დაუმთავრებელ პროექტებსა და მიმდინარე პრობლემებს უკავშირდება. ფინანსურ საქმეებში შესაძლოა მეტი ძალისხმევა დაგჭირდეთ. ურთიერთობებში მოსალოდნელია გაუგებრობები, მაგალითად, ზოგიერთი თქვენი იდეა შესაძლოა სხვებისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს. მოგზაურობისას, (საქმიანი თუ პირადი მიზნებით), შესაძლოა შეხვდეთ შეფერხებებს და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა გართულდეს.
კურო – ენერგოტონუსი დაქვეითებულია, ჯანმრთელობაც მოწყვლადია, მოერიდეთ გადაღლას და გაციებას. ფსიქოემოციურმა არასტაბილურობამ ზოგიერთ თქვენგანში შესაძლოა დეპრესიული განწყობა გააჩინოს. სასარგებლო იქნება ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობა, მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება. შინაგანი დაძაბულობა იზრდება, ამიტომ ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ იტვირთავთ. ურთიერთობებში მოსალოდნელია წინააღმდეგობები, გაითვალისწინეთ, ამ პერიოდში სჯობს არ გაამჟღავნოთ თქვენი გეგმები ან პირადი ინფორმაცია.
ტყუპები – ენერგია და თვითდაჯერება გემატებათ, აქტიურდება მებრძოლი და შემოქმედებითი მიდგომაც. თუმცა საერთო ნეგატიური ფონი მაინც ქმნის გარკვეულ სირთულეებს, უსამართლობისადმი მგრძნობელობა იზრდება, სიკეთის კეთების სურვილი ძლიერდება, მაგრამ შესაძლოა სწორედ თქვენ მიმართ გამოჩნდეს უსამართლო დამოკიდებულება. კომუნიკაციაში გართულებები მოსალოდნელია, ზოგიერთმა შეიძლება ვერ გაიგოს თქვენი პოზიცია. არასასურველია იურიდიული და ფინანსური კონფლიქტების მოგვარება, ეს სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. შეინარჩუნეთ ჰარმონია როგორც საქმეში, ისე პირად ურთიერთობებში.
კირჩხიბი – ენერგოტონუსი დაქვეითებულია, ფსიქოემოციური სტაბილურობა შესუსტებულია, შესაძლოა გაჩნდეს დეპრესიული განწყობები. სამუშაოს მოცულობა შეიძლება გაიზარდოს და გადაღლა გამოიწვიოს, ამიტომ ძალების გადანაწილება აუცილებელია. ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. შესაძლოა იგრძნოთ უსამართლობა და უმადურობა, რაც ემოციურ დისკომფორტს გააძლიერებს და ჯანმრთელობაზეც იმოქმედებს.
ლომი – ენერგია მაღალია და ჯანმრთელობაც სტაბილურია, თუმცა თქვენი ძალისხმევა ყოველთვის სათანადოდ არ შეფასდება. ეს კი გაღიზიანებას გამოიწვევს. მიუხედავად ამისა, შეძლებთ თქვენი დადებითი თვისებების – კეთილშობილების და გონებამახვილობის გამოჩენას. ჰარმონიული ურთიერთობა ახლობლებთან თქვენი წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია. კვირის პირველ ნახევარში შესაძლებელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაც. კვირის მეორე ნახევარში თქვენმა ამბიციებმა და სიამაყემ შეიძლება ურთიერთობებში დაძაბულობა გამოიწვიოს.
ქალწული – იმუნიტეტი შესუსტებულია, ფსიქოემოციური ფონი არასტაბილურია, რაც ზრდის კონფლიქტების ალბათობას. სახლის საქმეებშიც და გარეთაც მატულობს დაძაბულობა. მოერიდეთ სარემონტო სამუშაოებსა და მსხვილ შენაძენებს. მოვლენების შეფასება უფრო სუბიექტური ხდება, რაც პარტნიორებთან ურთიერთობას ართულებს. არახელსაყრელი პერიოდია ხელშეკრულებებისა და მოლაპარაკებებისათვის; შესაძლოა საოჯახო პრობლემებიც გამწვავდეს.
სასწორი – ჯანმრთელობა სტაბილურია, ენერგიაც მატულობს, კომუნიკაცია აქტიურდება. თუმცა საერთო დაძაბულობა დროთა განმავლობაში ზრდის ხისტ დამოკიდებულებას, რაც ართულებს საქმიან ურთიერთობებს. განსაკუთრებით რთულია კვირის მეორე ნახევარი, აგრესიული რეაქციების ალბათობა მატულობს. ვერ აიტანთ არაკომპეტენტურობასა და უპასუხისმგებლობას, რაც კონფლიქტს გამოიწვევს. არასასურველია მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები და საჯარო გამოსვლები.
მორიელი – კვირის მეორე ნახევარი განსაკუთრებულად რთულია. ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა მოწყვლადია. ფინანსურმა საქმეებმა შეიძლება ნერვიულობა გამოიწვიოს, ამიტომ აუცილებელია პროცესების კონტროლი. ამ პერიოდში შეიძლება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება გახდეს საჭირო, ენდეთ ინტუიციას. უსამართლობის მიმართ მგრძნობელობა გაძლიერდება, რის გამოც იმპულსურ რეაქციებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი.
მშვილდოსანი – ენერგია და ჯანმრთელობა სტაბილურია, იღბალიც ხელს გიწყობთ. აქტიურობა ხელს უწყობს წარმატებას და გარკვეული საკითხების გადაწყვეტას. თუმცა შესაძლოა მოიმატოს ამბიციურობამ, ეგოიზმმა და სარკასტულმა შეფასებებმა, რაც ურთიერთობებს დააზიანებს. თქვენს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებამ შეიძლება გაგაღიზიანოთ, ამიტომ მოთმინებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
თხის რქა – წლის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია. ენერგოტონუსი და იმუნიტეტი მინიმუმზეა, ჯანმრთელობა კი განსაკუთრებულად სუსტია – მოერიდეთ გაციებას და გადაღლას. გააქტიურდებიან „ფარული მტრები“, ამიტომ სჯობს არ გაამჟღავნოთ პირადი გეგმები. ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრი და პირდაპირი, ემოციური რეაქციების გაძლიერებამ შეიძლება რთულ მდგომარეობაში ჩაგაყენოთ. მოერიდეთ ახალ და რისკიან გადაწყვეტილებებს.
მერწყული – ენერგია მაღალია, ჯანმრთელობა სტაბილურია. ეს ხელს უწყობს იდეების განხორციელებას. თუმცა კვირის მეორე ნახევარში თანამშრომლებთან ურთიერთობა გართულდება; მოსალოდნელია კონფლიქტები და თქვენი გეგმების შეცვლაც. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება შეეცადოს, შეაფერხოს თქვენი წარმატება. სჯობს იმუშაოთ დამოუკიდებლად. მეგობრებისგანაც მოსალოდნელია პრეტენზიები. სამუშაო მიმართულებით მეტი ენერგიის დახარჯვა დაგჭირდებათ.
თევზები – ენერგოტონუსი და ჯანმრთელობა დაქვეითებულია, ფსიქოემოციური არასტაბილურობა კი შეიძლება შიშებისა და ნერვიულობის ფორმით გამოვლინდეს. მოგიწევთ საკუთარი პოზიციების დაცვა. ურთიერთობების მხრივ პერიოდი მთლიანობაში ცუდი არაა – შესაძლებელია საინტერესო კონტაქტები და ნიჭის გამოვლენა. თუმცა გაუგებრობები და კონფლიქტები მაინც მოსალოდნელია. შესაძლოა შეიცვალოს გარკვეული გეგმები, ასევე გახშირდეს კრიტიკა თქვენი მისამართით, რამაც თქვენს თვითრწმენაზე იმოქმედოს. ეცადეთ თანამშრომლებთან და ხელმძღვანელებთან ჰარმონია შეინარჩუნოთ.
გეომაგნიტური დღეები – 8, 11, 12, 13 დეკემბერი.