საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში შვილის აქციაზე გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს და წერს, რომ მას ნიკოლოზ სააკაშვილი ძალიან ჰგავს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, სწორედ ნიკოლოზზეა ნათქვამი „კვიცი გვარზე ხტისო“
„ნიკუშა, რომელიც გაჭრილი ვაშლივით მგავს არა მხოლოდ გარეგნულად არამედ, ხასიათით – სამი დღეა არ გასულა მიტინგიდან. ამაზეა ნათქვამი კვიცი გვარზე ხტისო,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.