საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა NDI-ის კვლევებზე საუბრისას განაცხადა, რომ „როგორც გავბანძდით, ისეთ სიბანძეში ვცხოვრობთ”.
ოდესის გუბერნატორმა “რუსთავი 2”-ის ეთერში მისი მართველობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის 2012 წლის არჩევნებზე მოსახლეობას ერთ კითხვას უსვამდა, ცხოვრობდნენ თუ არა ისინი 2003 წელზე უკეთესად. დღეს კი მოქალაქეებმა პარალელები 2012 წელთან უნდა გავლონ და კითხვა დაუსვან საკუთარ თავს, ცხოვრობენ თუ არა ისინი უკეთესად ვიდრე 2012 წელს.
“რა გითხრათ, რით გაგახაროთ? მე ჩემს ქვეყანაში პრობლემები შემიქმნეს და ამიტომ იძულებული ვიყავი, დამეტოვებინა საქართველო. თუმცა, ჩემი გული დღემდე საქართველოსთვის ძგერს. საბოლოო ჯამში, ქვეყანა აღმოჩნდა ჩიხში, რადგან მას მართავს ადამიანი, რომელმაც დაამკვიდრა ქვეყანაში პორნოკრატია. რომ ვუსმენ ქართულ ნიუსებს, გული მისკდება. რა ახალი ვიდეოები დაიდო, როდესმე ჩემს დროს გაგიგიათ ასეთი რამ? ვინმეს როდესმე უფიქრია, რომ ჩემი მმართველობის დროს გამოვიდოდა ვინმეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო? როგორც გავბანძდით, ისეთ სიბანძეში ვცხოვრობთ, რა გიკვირთ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
