LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სარჯველაძე: „ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარალელურად, ვგეგმავთ, ქვეყანაში შეიქმნას ბავშვთა ონკოლოგიის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკური ბაზა“

342
მიხეილ სარჯველაძე „ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარალელურად, ვგეგმავთ, ქვეყანაში შეიქმნას ბავშვთა ონკოლოგიის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკ

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარალელურად, ვგეგმავთ, რომ ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკური ბაზა შეიქმნას“, – აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფოს მიერ გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა რომ, უკანასკნელი 12 წლის მანძილზე, ჯანდაცვის უფლების უზრუნველყოფის მიმართულებით, რადიკალურად შეიცვალა ვითარება.

„იყო დრო, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები და მესვეურები, შავ ხვრელში ფულის გადაყრას ეძახდნენ. საბედნიეროდ, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, ეს ასე აღარ არის და საქართველოში, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისეთი მიდგომები, რომ შავ ხვრელში ფულის გადაყრად თვლიდნენ ონკოლოგიური პაციენტის დახმარებას, აღარასდროს დაბრუნდება.“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

magti 5g