LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილანში ბიონსეს შოპინგს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა (ვიდეო)

55

მილანში ყოფნის დროს, კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიონსემ შოპინგის მოწყობა გადაწყვიტა, თუმცა ეს გადაწყვეტილება მას არც ისე მარტივი დაუჯდა.

მას შემდეგ, რაც მომღერალი და მისი მეუღლე, ჯეი-ზი გამვლელებმა იცნეს, ”რობერტო კავალის” მაღაზიასთან დროის უმოკლეს მონაკვეთში უამრავი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მასში შესვლას შეეცადნენ. მიუხედავად იმისა, რომ დაცვამ გარკვეული პერიოდით მთლიანად დაკეტა ბუტიკი, მილანალები საკმაოდ დიდი ხანის მანძილზე ელოდებოდნენ ვარსკვლავურ წყვილს.

მაღაზიის კრეატიულმა დირექტორმა, პიტერ დანდასმა კი ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეო ქსელში გაავრცელა:

https://www.instagram.com/p/BIACLsRD0OU/?taken-by=peter_dundas

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები