LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიარდერს თავდავიწყებით შეუყვარდა – უახლესი დეტალები ელონ მასკისა და ნატაშა ბასეტის რომანის შესახებ

661
page

პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მამაკაცი თავდავიწყებითაა შეყვარებული. 50 წლის ელონ მასკის რჩეული ამომავალი ვარსკვლავი, მსახიობი, ნატაშა ბასეტია. ელონი და 27 წლის ლამაზმანი ერთად პირველად გასულ კვირას გადაიღეს, როდესაც ერთად გატარებული უქმეების შემდეგ მასკის პირადი თვითმფრინავიდან ჩადიოდნენ.

ფოტო: „მე მის ჭკუაზე ვარ შეყვარებული და არა საბანკო ანგარიშზე“ – 50 წლის ელონ მასკი 27 წლის ნატაშა ბასეტს ხვდება

ინსაიდერების განცხადებით, ელონი ახლა ისეთი ბედნიერია, როგორც არასდროს, მას მხოლოდ ნატაშასთან სურს დარჩენილი ცხოვრების გატარება.

რაც შეეხება იღბლიან გოგონას, ის ნიუ-იორკში 2019 წელს ჩამოვიდა, მის ანგარიშზე, რამდენიმე კინოროლია, – „დიდება ცეზარს“, „ბრიტნი სამუდამოდ“ და ელვისის შესახებ გადაღებული ფილმი, რომელიც კინოგაქირავებაში ივნისში გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები