LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა ჩემი ქუჩა გია ყანჩელის სახელს ატარებდეს! – თამარ ივერი დიდ დიღომში ქუჩების დასახელებებს აკრიტიკებს

615
tamar iveri

საოპერო მომღერალი თამარ ივერი დიდ დიღომში ქუჩების სახელებით შეწუხებულია. მისი თქმით, ერთ უბანში ამდენი არაფრისმთქმელი, უცხოელი მოღვაწეების სახელობის ქუჩები აუტანელია.

თამარ ივერი საკრებულოსგან ამ ქუჩების სახელების შეცვლას ითხოვს და ამბობს, რომ უნდა მისი ქუჩა გია ყანჩელის სახელს ატარებდეს.

“დიდ პატივს ვცემ ამ მოღვაწეებს, მაგრამ დიდი მადლობის მოხდით არ მინდა დიდ დიღომში ჩემს გარშემო ეს ჩემი ქვეყნისთვის დიდად არაფრისმთქმელი (შეიძლება მთქმელიც, მაგრამ ერთ უბანში ამ რაოდენობით) მოღვაწეების: კრისტიან სტივენის, ერიხ კლაპროტის, იან ჰომერის, ბერტა ფონ ზიუტნერის, ფრედერიკ კასტელის, ფრედერიკ მონპერეს, არქანჯელო ლამბერტის, გეხტმანის, მარკო პოლოს, იაკობ რაინგესის და ა.შ. ქუჩები. რა ამხელა დამსახურებები და მიღწევები აქვთ ამ ხალხს ჩემი ქვეყნის წინაშე? შეიძლება მე არ ვიცი და განმათვითცნობიერეთ!!!

ვითხოვ  ქ.თბილისის საკრებულოსგან (მათი დარქმეულია წინა მთავრობის მმართველობის დროს) დაუყოვნებლივ შეიცვალოს ამ ქუჩების დასახელებები და მიენიჭოთ მათ ჩვენი ქვეყნის ცოცხალ თუ გარდაცვლილ ცნობილ მოღვაწეთა სახელები. მინდა ჩემი ქუჩა გია ყანჩელის სახელს ატარებდეს!! ან თუნდაც, გვაქვს ცისანა ტატიშვილის, ზურაბ სოტკილავას, ლიკა ქავჟარაძის, ჯანსუღ კახიძის, ნოდარ ანდღულაძის, ვახტანგ ჭაბუკიანის, ვერა წიგნაძის ქუჩები??

არის სადმე ქვეყნის გმირების: ტატუნაშვილის, ანწუხელიძის, ოთხოზორიას ქუჩები??? ან რატომ ველოდებით ადამიანების გარდაცვალებას? ცოტაა დღეს ცოცხალი ლეგენდა ხალხი როგორც გურამ დოჩანაშვილი, ნონა გაფრინდაშვილი, თენგიზ მუშკუდიანი, თენგიზ არჩვაძე, კახი კავსაძე, ნანი ბრეგვაძე თუ სხვა მრავალი???????????

“გაიტანეთ” ამ ქუჩების ეს “ფიმ-ფამ-ფომ” სახელები გთხოოოოვთ!!! დიდი დიღმის უბნების მთელი მაცხოვრებლების და ქალაქის ამ ქუჩების დასახელებებით გაწამებული ტაქსის მძღოლების სრული თანადგომა მაქვს!!!

პ.ს.დავაზუსტებ: აქ საუბარია ამდენ “უცხოელთა” ქუჩებზე ერთ რაიონში, სადაც ქართული დასახელების ქუჩა სანთლით უნდა ეძებო და სხვა ქვეყანაში გგონია თავი.კი ბატონო,თუ რაიმე განსაკუთრებული დამსახურებები აქვთ საქართველოს მიმართ… გაფანტეთ მათი ქუჩები აქა-იქ, ქალაქის სხვადასხვა რაიონებში!!! ერთ უბანში სრულიად აუტანელია ასეთი რაოდენობით ამდენ “ამაგდარ” მოღვაწეთა ქუჩები!!!!” – წერს ის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g