LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოვუწოდო: ღარიბაშვილი

44
ირაკლი ღარიბაშვილი

„მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოვუწოდო,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს საქართველოში ნახევარი მილიონი „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოდის და გარდა ამისა, ქვეყანას აქვს ასევე მილიონ ნახევარი ჩინური ვაქცინა.

„მთელი ჩვენი აქცენტი უნდა იყოს განვითარებაზე და ვაქცინაციაზე. დღეს ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოდის. ეს არის ამერიკის მთავრობის დახმარება. გარდა ამისა, მილიონ ნახევარი ჩინური ვაქცინა არის საქართველოში და მინდა  ჩვენს მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოვუწოდო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები