LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო მზია ამაღლობელს, ნებისმიერ პატიმარს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, მაგრამ როცა პოლიციელს ხელს არტყამ, ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი“ – კახა კალაძე

146
კახა კალაძე, მზია ამაღლობელი

„მინდა ჯანმრთელობა ყველას ვუსურვო – მზია ამაღლობელსაც, ნებისმიერ პატიმარს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, მაგრამ როდესაც პოლიციელს ხელს არტყამ, ეს არის ძალიან მძიმე და ცუდი ფაქტი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის განცხადებით, „ჩვენ ვნახეთ კონკრეტული დანაშაული“:

„ჩვენ ვნახეთ კონკრეტული დანაშაული. არავის აქვს უფლება, ვინც არ უნდა იყოს – გინდ პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ბიზნესმენი,( სტატუსს ხომ არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც შენ დანაშაულს ჩადიხარ?! ) [როდესაც] ხელს არტყამ პოლიციელს, ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული. მინდა ჯანმრთელობა ყველას ვუსურვო – მზია ამაღლობელსაც, ნებისმიერ პატიმარს და ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, მაგრამ როდესაც პოლიციელს ხელს არტყამ, ეს არის ძალიან მძიმე და ცუდი ფაქტი“, – განაცხადა კალაძემ.

„მარია რესამ, ნობელიანტმა, ჟურნალისტმა, ვისი წიგნიც ხელში ეჭირა მზიას, შეტყობინება გამოუგზავნა და სთხოვა შეეწყვიტა შიმშილობა, არც ამან გაჭრა… შეცვალეთ აღკვეთის ღონისძიება!“ – დათო ქოქოშვილი

„პროკურატურას ერთ საათში შეუძლია ამ დაანონსებული სიკვდილის ქრონიკის გაჩერება. შევიდეს სასამართლოში აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობით“ – წერს დათო ქოქოშვილი სოციალურ ქსელში.

კალაძის შეფასებით, საქართველოში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მისივე თქმით, „ჩვენ თუ გვინდა ავაშენოთ დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფო, პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას, კანონებს“:

ევროკავშირის წარმომადგენლობა: ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის

„დღეს ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ამაზე ვთანხმდებით ხომ? – ორი აზრი არ არსებობს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე სხვადასხვა ფორმით, თუნდაც შეკრებით ან მიტინგის ჩატარებით, მაგრამ როდესაც შენ კონკრეტული ძალადობრივი დაჯგუფება მიდიხარ და პოლიციელებს ქვებს ესვრი, მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებ, „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრი და ასევე, მძიმე საგნებს, როგორ ფიქრობთ, ამას რა რეაგირება მოჰყვება? – აბა, ნახეთ ევროპულ ქვეყნებში, თუნდაც აშშ-ში პოლიციელს რომ იგივე შეურაცხყოფა მიაყენონ, რა რეაგირება ექნება მათ და ამ ყველაფერს რა პასუხი მოჰყვება? ჩვენ თუ გვინდა ავაშენოთ დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფო, პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას, კანონებს“, – აღნიშნა კალაძემ.

მზია ამაღლობელი: „ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი: „მზია ამაღლობელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლოა, მოვუწოდებთ ქართველ მაღალჩინოსნებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ და საჭირო სამედიცინო დახმარება გაუწიონ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g