ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პოლონელ ტურისტს “ლიკანის” სასტუმროში დასვენება შესთავაზეს.
თურნავა აღნიშნავს, რომ საქართველო ტურისტებისთვის ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად ითვლება, ტურუსტის დაჭრის ფაქტი კი მხოლოდ შემთხვევაა და ეს შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში მოხდეს.
„იყო ტურისტის დაჭრის სამწუხარო ფაქტი, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ერთეული ფაქტია და მსგავსი ფაქტი შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში მოხდეს. ეს უპრეცედენტო ფაქტია, რადგან საქართველო ტურისტებისთვის ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად ითლება. მე თავად გახლდით საავადმყოფოში, მოვინახულე დაჭრილი ტურისტი, ის თავს კარგად გრძნობს. ჩვენ მას რეაბილიტაციისთვის შევთავაზეთ ვუმასპინძლოთ „ლიკანის“ სასტუმროში. თუ ის თანხმობას განაცხადებს ის იქნება ჩვენი სტუმარი უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, იმისთვის რომ ძალები აღიდგინოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ “იმედის” ეთერში.
შეგახსენებთ, 5 ივლისს პოლონელ ტურისტს ხეთაგუროვის ქუჩაზე რამდენიმე აგრესიული პირი თავს დასხა და გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობებიც მიაყენა. დაკავებულია ერთი ადამიანი.
