LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მითხრეს, რომ ეს სამუდამოდ საიდუმლოდ უნდა შემენახა“ – ილონ მასკს მე-13 შვილი შეეძინა

907
page

26 წლის ინფლუ­ენ­სე­რი, ეშლი სენტ კლე­რი აცხადებს, რომ ილონ მას­კისგან შვილი შეეძინა.

გამოცემა The Post-თან მან მი­ლი­არ­დერ­ზე ღიად ისაუბრა და განაცხადა რომ Tesla-ს მფლო­ბელს მათი შვი­ლის არ­სე­ბო­ბის სა­ი­დუმ­ლოდ შე­ნახ­ვა სურ­და. 

„მე ილონი 2023 წელს Twitter-ის შტაბ-ბი­ნა­ში გავიცანი, ის ჩემთან საუბარში ძალიან გონებამახვილი იყო. კარ­გი დედა ვარ, ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჩემი შვი­ლის ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის ვი­ღებ… მითხრეს, რომ ეს ფაქტი სა­მუ­და­მოდ სა­ი­დუმ­ლოდ უნდა შე­მე­ნა­ხა, ეს კი ჩვენივე უსაფრთხოებისთვის უნდა გამეკეთებინა“, – ჰყვება ეშლი.

მისი თქმით, მი­ლი­არ­დერ­მა მას პრეს­ტი­ჟულ უბან­ში მდიდ­რუ­ლი ბინა უყი­და და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბითაც აღ­ჭურ­ვა.

მასკს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, 52 წლის მასკს 6 შვილი მას პირველი მეუღლისგან, ჯასტინ უილსონისგან ჰყავს. სამი შვილი გრაიმსისგან, სამი კი შივონ ზილისისგან.

ილონ მასკი თავისი სამი შვილის დედასთან საჯაროდ პირველად გამოჩნდა

52 წლის ილონ მასკს მე-12 შვილი შეეძინა და ის გაჩერებას არ აპირებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები