არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილისთვის მღვდელმოქმედების უფლების შეჩერებას, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „საპატრიარქოს გადაწყვეტილება არცხვენს ქართულ ეკლესიას და მის საუკუნოვან თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას!“.
როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, არასოდეს დაიჯერებს, რომ პატრიარქი ეთანხმებოდეს უსამართლობას.
არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა
„მივდივარ რუსთაველზე არქიმანდრიტ დოროთეს მხარდასაჭერად და სოლიდარობის ნიშნად!
საპატრიარქოს გადაწყვეტილება არცხვენს ქართულ ეკლესიას და მის საუკუნოვან თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას!
არასოდეს დავიჯერებ, პატრიარქი ეთანხმებოდეს უსამართლობას!“, – წერს ზურაბიშვილი.
