LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივიღეთ გადაწყვეტილება, სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00 საათამდე: მაია ცქიტიშვილი

177
რესტორნებ

ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სასტუმროებში არსებული რესტორნებიც მხოლოდ 21:00 საათამდე იმუშავებენ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00 საათამდე, ხოლო 21:00 საათიდან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი“,  – განაცდადა მაია ცქიტიშვილმა.

რა შეზღუდვები რჩება ძალაში? – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

მისი თქმით, აღნიშნულის მიზეზია, რომ სასტუმროების დიდი ნაწილი ცდილობს მოთხოვნების გვერდის ავლას და საახალწლო საღამოების მოწყობას.

„მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით სათხილამურო კურორტების გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებული იყო სასტუმროების და მათთან არსებული რესტორნების ფუნქციონირება მხოლოდ სასტუმროების სტუმრების მომსახურებისთვის. აკრძალულია კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების მოწყობა. სამწუხაროდ ვხედავთ, რომ სასტუმროების დიდი ნაწილი ცდილობს ამ მოთხოვნების გვერდის ავლას და საახალწლო საღამოების მოწყობას. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00 საათამდე, ხოლო 21:00 საათიდან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ცქიტიშვილმა  დღეს განაცხადა, რომ 24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრული მოცულობით ვერ შემსუბუქდებოდა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა არ აღდგება – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

სავაჭრო ცენტრებში არ იმუშავებს გასახდელი – არ იქნება არც კვების ობიექტები

ბაზრობები არ გაიხსნება – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g