LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლელო” მოითხოვს ელენე ხოშტარიას მოწამვლის სავარაუდო “სცენარზე” გამოძიება დაიწყოს

87
lelo-w-h

პოლიტიკური პარტია „ლელო” გენერალური პროკურორის სახელზე მიმართვას ავრცელებს. საუბარია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ელენე ხოშტარიას მოწამვლის სავარაუდო „სცენართან“ დაკავშირებით.

კობახიძე: გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი

„ელენე ხოშტარიას მოწამვლის სავარაუდო „სცენართან“ დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების აბსურდულობის მიუხედავად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, შესაბამისი უწყებები ვალდებული არიან, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება.

მივმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურორს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნათა შესაბამისად დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ეს ყველაფერი არის მორიგი მძიმე პოლიტიკური სპეკულაცია და მმართველი პარტიის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი შფოთისა და დაძაბულობის შემოიტანა.

ასევე, პროკურატურის მხრიდან გამოძიების არდაწყების შემთხვევაში, ეს იქნება კიდევ ერთი პირდაპირი აღიარება იმისა, რომ ის ემსახურება მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს“, – აღნიშნულია „ლელოს“ განცხადებაში.

ხოშტარია კობახიძეზე: გარდა იმისა, რომ ეს მათ ძალიან მძიმე ფანტაზიის მდგომარეობაზე მეტყველებს, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა – ნუ აჰყვებით ამ აბსურდებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები