LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიწის ტალღა რომ გვიახლოვდებოდა, 112-ში მოვასწარი დარეკვა, მეორე ტალღის დროს თურმე ფოტო გადამიღია, მერე ვნახე სახლში..“ – შოვის სტიქიას გადარჩენილი ლანა ჯელაძე

1967
Untitled design (9)

3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის დროს გადარჩენილი ლანა ჯელაძე გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ლანა ჯელაძემ საგამოძიებო უწყებას წარუდგინა ფოტოები, რომლებიც სტიქიის ზონაში, მეწყერის ჩამოწოლის მომენტში გადაიღო.

„საშინელი პანიკა, წივილ-კივილი იყო.. ჩემი ძმა და დისშვილი გაიტაცა, ეს იყო ყველაზე საშინელი კადრები. დამანგრეველი ხმა გაისმა, უზარმაზარი ტალღა დაგვეჯახა და შორს გადაგვისროლა“ – რას იხსენებს ლანა ჯელაძე  

როგორც ლანა ჯელაძემ „ფორმულას“ ეთერში აღნიშნა, 112-ში მაშინ დარეკა, როდესაც მიწის მასა უახლოვდებოდათ, მიწის მეორე ტალღის მოახლოების დროს კი ფოტოებიც გადაიღო:

„პირველად თითქმის 4 საათი ვიყავი დაკითხვაზე, დღეს მეორედ დამიბარეს და ის ფოტოები მომთხოვეს, რომლებიც ტელეფონში მქონდა [15 ფოტო], დეტალურად აღვწერე ისტორია, რომელიც თავს გადაგვხდა.

მიწის ტალღა რომ გვიახლოვდებოდა, 112-შიც მოვასწარი დარეკვა, მეორე ტალღა რომ გვიახლოვდებოდა, მაშინაც გადამიღია თურმე ფოტო – აღარ მახსოვდა, სახლში რომ მივედი, შემდეგ აღმოვაჩინე ტელეფონში, რომ ბევრი ფოტო გადამიღია. უშუალოდ სტიქიის ზონაშიც მქონდა ფოტოები გადაღებული.

გამოკითხვაზე ძირითადად გვეკითხებოდნენ – რა დროს სად ვიყავით, 112-ში როდის დავრეკე, მაშველები როდის მოვიდნენ“, – განაცხადა ლანა ჯელაძემ.

ვიდეო: „ვუყურებდი, როგორ მიჰქონდა ჩემი ძმა და დისშვილი ამ უბედურებას.. იმ დღიდან სასწაულების მჯერა და მგონია, რომ კიდევ იქნებიან ადამიანები ცოცხლები“- რას ჰყვება შოვის ტრაგედიას გადარჩენილი ლანა ჯელაძე 

ლანა ჯელაძემ იმ ფოტოს შესახებაც ისაუბრა, რომელიც, მისივე თქმით, ჩეხმა ტურისტმა სტიქიიდან რამდენიმე საათში, დრონით გადაიღო:

„ამ დროს დათოს [დავით ჯელაძე] მაშო უკვე გადაყვანილი ჰყავს, ამ ფოტოს გადაღების დროს დათო ჩვენთან იყო და მხრებზე მეორე დისშვილი ჰყავდა შემოსმული, ალბათ, 18:30 საათი იყო პირველი დრონი რომ გამოჩნდა, სახელმწიფოსი გვეგონა და ტურისტების ყოფილა, ამის შემდეგ გამოჩნდა ვერტმფრენი“, – იხსენებს ლანა ჯელაძე.

 

 

ლანა ჯელაძემ გამოძიების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„მეც და ყველას, ახლა ყველაზე მეტად გვაინტერესებს, რამ გამოიწვია ამხელა ტრაგედია და შეიძლებოდა თუ არა ამხელა მსხვერპლის თავიდან აცილება. არ ვიცი, რამდენად სწორად წარიმართება გამოძიება, ამაზე ახლა ვერ გეტყვით..

ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ დაგვიკავშირდნენ ადგილობრივი ხელისუფლებიდან, ჩვენთანაც იყვნენ მოსულები. რაც შეეხება ფსიქოლოგების დახმარებას, შესაბამის სერვისებს – ის არ შემოუთავაზებიათ“, – აღნიშნა ლანა ჯელაძემ.

„ყოველი წამი გადამწყვეტი იყო.. კოტეჯებიდან ადამიანის განწირული ხმა ისმოდა.. ერთი ადამიანი სტვენდა კიდეც თურმე, შველას ითხოვდა“ – ლანა ჯელაძე

 

შოვის სტიქიას გადარჩენილი ლანა ჯელაძე გამოკითხვაზე იმყოფებოდა

? „მეც და ყველას გვაინტერესებს, რამ გამოიწვია ამხელა ტრაგედია და შეიძლებოდა თუ არა ამხელა მსხვერპლის თავიდან აცილება,“ — შოვის სტიქიას გადარჩენილი ლანა ჯელაძე

Posted by Formula • ფორმულა on ხუთშაბათი, 24 აგვისტო, 2023

 

„პატარა დისშვილის ყვირილი ახლაც ყურში ჩამესმის, ღმერთო არ მინდა სიკვდილიო“.. – ტალახში ამოსვრილი ხელგაშლილი გოგონაც დავით ჯელაძის დისშვილია, 11 წლის ტასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები