LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მიყვებოდა, მისთვის ურთულეს დღეებზე…როგორ ძმასავით დაუდგა გვერდში ქალაქის დეპუტატი, შესაძლებელთან ერთად შეუძლებელიც რომ შეძლო და გადაურჩინა შვილი…მერე როგორ აუკრძალა მადლიერების გამოხატვა” – რას წერენ გარდაცვლილ ირაკლი ხახუბიაზე

308
BeFunky-collage

ფოთის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

ირმა გუგუშვილი “ქართული ოცნების” დეპუტატ ირაკლი ხახუბიასთან დაკავშირებით წერს და აღნიშნავს, თუ როგორ იხსენებდა დეპუტატს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც ის დაეხმარა.

“ბექა რომ მოგიკლეს, მაშინ მოგკლეს შენც ჩემო გულგაგლეჯილო მეგობარო” – ირაკლი ხახუბიას მეგობარი

“გუშინ დაზაფრულ, ღიმილგამქრალ ქალაქში გამოვედი. ჩემი ქუჩის კუთხეში მეწაღის სახელოსნოა, ერთი მშრომელი და ალალი კაცის.

ხელით მანიშნა, ახლოს მივსულიყავი…ლაპარაკი უნდოდა… ტკივილის გაზიარება უნდოდა.

ნიკაპაკანკალებული მიყვებოდა, მისთვის ურთულეს დღეებზე, როგორ ძმასავით დაუდგა გვერდში ქალაქის დეპუტატი, შესაძლებელთან ერთად შეუძლებელიც რომ შეძლო და გადაურჩინა შვილი… მერე როგორ აუკრძალა მადლიერების გამოხატვა… ამ თემაზე ვინმესთან საუბარიც კი…

იქედან მოყოლებული, როგორ ამბობენ მის ოჯახში იმედის, ადამიანობის, კაცობის, ფოთელობის სადღეგრძელოს ირაკლი ხახუბიას სახით.

მიყვებოდა და თვალები ცრემლებით ევსებოდა….

რამდენი ასეთი ნამდვილი, გულწრფელი სიტყვა და მდუღარე ცრემლი მიჰყვება…

თავად გულგაგლეჯილს, კიდევ რამდენი ტკივილიანი, უსასოო ადამიანის იმედი მიაქვს…

ფოთი მისი ჭირისუფალია…

იმ კაცის თვალებიდან წამოსული ალალი ცრემლებით ტირის ჩემი ქალაქი…”- წერს ირმა გუგუშვილი.

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია 51 წლის ასაკში გარდაიცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g