LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხოლოდ “ჰოუმპორნოს” გამო, პოლიტიკურად აქტიური ადამიანის დაჭერა ნამეტანი იქნებოდა, ამიტომ დაამატეს იარაღი, ბევრი იარაღი!“ – იაგო ხვიჩია

345
BeFunky-collage (17)

სამხედრო ბლოგერის, უჩა აბაშიძის დაკავებას, “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია ეხმაურება.

„უჩა იმიტომ კი არ დაუჭერიათ, რომ ჰოუმ პორნოს იღებდა.

ამას, როგორც თავად ამბობენ, 2019 წლიდან აკეთებდა.

პოლიტიკურად, რომ გააქტიურდა იმიტომ დაიჭირეს.

ანუ, რა მოხდა ჩემი წარმოდგენით:

შეძვრნენ კომპიუტერში, იპოვეს მასალა და მიხვდნენ, რომ რეპუტაციულად დაზიანება შეეძლოთ, რის შემდეგაც ყველას დაავიწყდებოდა ამ თემის “პოლიტიკურობა”.

თუმცა, მხოლოდ ჰოუმპორნოს გამო, პოლიტიკურად აქტიური ადამიანის დაჭერა ნამეტანი იქნებოდა, ამიტომ დაამატეს იარაღი, ბევრი იარაღი!

ასეთ დროს რთულია იდეალურად დაამენეჯმენტო ყველაფერი და შემთხვევით სათამაშო თოფების სათამაშო პლასტმასის ტყვიებს ფოტოები გადაუღეს და დადეს, დანარჩენ სათამაშო და გაფორმებულ ფიშტოებთან ერთად.

„ასობით ცნობილი ადამიანის ინტიმური კადრებიო, ამბობს შსს. მოვემზადოთ მეგობრებო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საკუთარი სკივრის გახსნას აპირებს”- ნანუკა ჟორჟოლიანი

ოღონდ, მას შემდეგ რაც მიხვდნენ რომ ამ ფიშტოებს ვერაფერში გამოიყენებდნენ და ისევ “პორნოების” იმედად რჩებოდნენ, გაფორმებული იარაღის ტყვიებში (რაც ნებადართულია) გაურიეს სამხედრო ტყვიები, რაც აკრძალულია, ამ ვარაუდს მიძლიერებს ის, რომ ასე მოექცნენ იმ საცოდავ “დედისერთა ფაშისტს”, რომელიც დიდი ხანი ტყუილად იჯდა ციხეში, მაგრამ მისი რეპუტაცია მოგეხსწნებათ ისევე გაანადგურეს, როგორც ახლა უჩას შემთხვევაში და ამიტომაც ჰკიდია საზოგადოებას ის, რომ უდანაშაულო ადამიანი იჯდა ციხეში.

ვისაც არ გახსოვთ, მარტო ჩვენ ვითხოვდით დედისერთა ფაშისტის გამოშვებას.

უჩას ქეისმა, რეალურად ძალიან დააზიანა ხელისუფლება, უჩა არაა პოლოტიკოსი, მარა ხელისუფლებამ ღიად დაადასტურა ამ საქმეში, რომ ყველაფერზეა წამსვლელი მოწინააღმდეგის გასანეიტრალებლად.

„კასრების კადრებიდან უჩას პორნოგრაფიებამდე მივიდნენ, ოღონდ თავისივე ხალხი დააშანტაჟონ. ვინ გავალებთ ან რას გიხდიან ამისთანას?!”- ნინო წილოსანი უჩა აბაშიძის და მისი მეუღლის საქმეზე

ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებამ გაიგოს ხელისუფლების ბრძოლის მეთოდების შესახებ და იმის შესახებაც თუ როგორ ხდება ადამიანური სისუსტეების გამოყენება, თუ ოდესმე პოლიტიკური აზრის დაფიქსირებას გადაწყვეტთ.

და ბოლოს, პოლიტიკური პატიმარი უდანაშაულოს არ ნიშნავს, პოლიტიკური პატიმარი მაშინ ხარ, თუ პოლიტიკური აზრის დაფიქსირების გარეშე ციხეში არ იჯდებოდი. როგორც უჩა არ იჯდა 2019 წლიდან დღემდე“, – წერს იაგო ხვიჩია ფეისბუქში.

უჩა აბაშიძის დედა: სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის ტყვიებია, რადგან უჩა „სტრაიკბოლს“ თამაშობს – მხოლოდ 2 ნამდვილი იარაღია, ორივე უჩას სახელზე რეგისტრირებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g