LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხოლოდ მეგობრები“ – კრისტენ კაბოტმა ენდი ბაირონთან რომანი უარყო – Coldplay-ის კონცერტზე გამოჭერილი „გვრიტების“ შესახებ უახლესი დეტალები ვრცელდება

221
page

ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც Coldplay-ის კონცერტზე, კამერამ IT-კომპანიის, Astronomer-ის ხელმძღვანელი, ენდი ბაირონი და კადრების განყოფილების უფროსი, კრის­ტენ კა­ბო­ტი გამოიჭირა. ამ ამბავს მსოფლიო მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ბაირონსაც და კაბოტსაც მომხდარის გამო პოსტების დატოვება მოუწიათ. მალევე ცნობილი გახდა, რომ ისინი მეუღლეებსაც დაშორდნენ.

„აქამდე რას ელოდნენ?!“ – ენდი ბაირონი და კრის­ტენ კა­ბო­ტი მეუღლეებთან განქორწინდნენ – Coldplay-ის კონცერტზე „გამოჭერილი“ წყვილის შესახებ უახლესი დეტალები ვრცელდება

სულ ცოტა ხნის წინ კაბოტმა დუმილი დაარღვია და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მისმა წარმომადგენელმა გამოცემა People-თან მისი ბაირონთან რომანი უარყო.

„კრისტენსა და ენდის შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ. ისინი უბრალოდ კარგი მეგობრები იყვნენ, მათ არანაირი რომანი არ ჰქონიათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

წყაროს თქმით, ინციდენტის დროს კაბოტი უკვე გაშორებული იყო მეუღლესთან და მასთან განქორწინების პროცესში იმყოფებოდა. მისივე თქმით, იმავე საღამოს მისი ყოფილი მეუღლეც იმყოფებოდა კონცერტზე, თანაც სხვა პირთან ერთად.

უნდა აღინიშნოს, რომ ყოველივე ამან კაბოტისა და ბაირონის ოჯახები მძიმე ზეწოლის ქვეშ მოაქცია. კაბოტმა ასობით მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო, მათ შორის სიცოცხლის მოსპობის მუქარებიც. პაპარაცებმა და ჟურნალისტებმა წყვილის პირადი სივრცე კიდევ უფრო შეზღუდეს. მისთვის რთული გახდა სახლიდან გამოსვლაც კი.

კრის­ტენ კა­ბო­ტის ოჯახური იდილია Coldplay-ის კონცერტზე „დიდ გამოჭერამდე“ – ვინ არის მისი მეუღლე

„გულწრფელად ვუხდი ბოდიშს ჩემს მეუღლეს“ – ენდი ბაირონი ვრცელ და გულსაკლავ პოსტს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები