მადლობა ყველას, ვინც მთელი ამ 1 წლის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა და იბრძოდნენ ამ ბოლო წამამდე, – აღნიშნულის შესახებ ნიკა გვარამიას მეუღლემ სოფო ლილუაშვილმა განაცხადა, რომელიც ამ დროისთვის რუსთავის ციხესთან იმყოფება და ნიკას გათავისუფლებას ელოდება.
„მოლოდინი არ მქონია, მაგრამ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ და კიდევ ერთხელ ვხვდები, რომ სიმართლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და სულ ამას ვიმეორებ ამის მერე, რომ მხოლოდ წინ, საბოლოო გამარჯვებამდე, როგორც ნიკა იტყოდა.
ვულოცავ ყველას იმიტომ, რომ ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი საქმე. ნიკა, როგორც ჩემი მეუღლე არ მჯდარა საპატიმროში.
ეს გვეხება ყველას, მისი თავისუფლება ეხება ყველას, გეხებათ თქვენ, მედიის წარმომადგენლებს, ყველა იმ ადამიანს ვისთვისაც დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია. გილოცავთ”, – ამბობს სოფო ლილუაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა.
„სალომე ზურაბიშვილმა რუბიკონი გადალახა” – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას შეწყალებას