LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემსა და სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება – ნიკა მელია

80
მიშა და მელია

საზოგადოება ნაყოფიერი დისკუსიის შედეგებს იხილავს – ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა.

მისივე თქმით, მან სწორი არჩევანი გააკეთა, რომ პარლამენტში შესვლა-არ შესვლის გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ მიიღო.
რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრას, ნიკა მელია თვლის, რომ ეს გასაკვირი არავისთვუს არ უნდა იყოს.

“ადამიანი, არ მინახავს ორწელიწადნახევარი და როდესაც რიგით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დასაფასაბელ ძვირფას რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, სხვა კოლეგებს ვეკითხები, მათი აზრი მაინტერესებს – არ არის გასაკვირი, რომ როგორც კი მომეცა შესაძლებლობა ავიღე ბილეთი ჩავედი და ვისაუბრეთ ძალიან ნაყოფიერად”

ნიკა მელიას განცხადებით, ქვეყნის წინაშე გამოწვევები არის მნიშვნელოვნად დიდი და „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა იყოს პირველ რიგში ერთობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g