ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შერჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების ხარისხის გაძლიერების პროცესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აქტიურად ისმოდეს საადვოკატო პროფესიის წარმომაგენელთა ხმა.
როგორც დავით ასათიანი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოსთან სამედიაციო შეთანხმების ეტაპზე, პარლამენტმა ადვოკატთა ასოციაციის როლი გაითვალისწინოს და არამოსამართლე წევრების შერჩევა არ გადაიქცეს მხოლოდ პოლიტიკოსთა მოლაპარაკებისა და შეთანხმებების პროცესად, არამედ აქცენტი გაკეთდეს იურიდიული პროფესიის მიუკერძოებელ და მაღალი რეპუტაციის წარმომადგენლებზე.
ადვოკატთა ასოციაციის წევრთა საერთო კრებამ, 2019 წელს, მიიღო რეზოლუცია, სადაც ცალსახად აღინიშნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთა მონაწილეობის მნიშვნელობის თაობაზე.
“მართლმსაჯულების ხარისხის გაძლიერების პროცესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აქტიურად ისმოდეს საადვოკატო პროფესიის წარმომაგენელთა ხმა”
“ჯერ კიდევ 2019 წელს, ადვოკატთა ასოციაციის წევრთა საერთო კრებამ მიიღო რეზოლუცია, სადაც ცალსახად აღინიშნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთა მონაწილეობის მნიშვნელობის თაობაზე.
მჯერა, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების ხარისხის გაძლიერების პროცესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აქტიურად ისმოდეს საადვოკატო პროფესიის წარმომაგენელთა ხმა.
“მნიშვნელოვანია, არამოსამართლე წევრების შერჩევა არ გადაიქცეს მხოლოდ პოლიტიკოსთა შეთანხმების პროცესად”
მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო რეფორმის ამ პოსტ-EU სამედიაციაო შეთანხმების ეტაპზე, საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინოს მართლმსაჯულების სისტემაში ადვოკატთა ასოციაციის განსაკუთრებული როლი და ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შერჩევა არ გადაიქცეს მხოლოდ პოლიტიკოსთა მოლაპარაკება/შეთანხმებების პროცესად, არამედ აქცენტი გაკეთდეს იურიდიული პროფესიის მიუკერძოებელ და მაღალი რეპუტაციის წარმომადგენლებზე.
დამოუკიდებელი და ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემის მშენებლობის სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ადვოკატთა ასოციაცია უახლოეს პერიოდში წარმოადგენს რეფორმების კონკრეტულ გეგმას, რომელიც დარწმუნებული ვარ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ხალხზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარებაში.” – წერია დავით ასათიანის განცხადებაში