LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოდით, ცუდს ნუ დავინახავთ, ერთმანეთის კარგი დავინახოთ…” – ნათია ბანძელაძე „გოგიჩას“ ემოციურ წერილს გვიზიარებს

327
BeFunky-collage (1)

„მიყვარს ჩემი ბიჭი, ისევ მანებივრებს ისევ მეთამაშება! მადლობა მათაც ვისაც სულ გახსოვთ გოგიჩას სიყვარული,” – ამის შესახებ ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში წერს და მეუღლის წერილს გვიზიარებს.

გოგიჩა წერილში აღნიშნავს, რომ ყოველი დღის გათენება საოცრებაა, საზოგადოებას კი მოუწოდებს, ერთმანეთის ცუდი კი არა, მხოლოდ კარგი დაინახონ.

„შობის კეთილ სასწაულებს გისურვებთ ყველას ! სიკეთეს , მეტ სიყვარულს!!!!! დღეს ჩემს ბიჭს შევურბინე თავის სკვერში, ბევრი ვისაუბრეთ, ბევრი მადლობაც ვუთხარი, რადგან სულ ახერხებს სასწაულებს, ჰოდა სახლში მოსულს აი, არსაიდან ეს ძველი წერილი ამომივარდა არც ვიცოდი …. „არტ ინფო” გთავაზობთ ყველაზე კეთილი, ბავშვური და თბილი გოგიჩას საოცარ წერილს:

„მქონია ცხოვრებაში მძიმე პერიოდებიც, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ის, რომ ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე, ეს უკვე ძალიან დიდი ჯილდოა. ყველაფერი, რასაც გარშემო ვუყურებთ, ნამდვილი სასწაულია და ღმერთის შექმნილია.

ყოველი დღე რომ თენდება და იღვიძებ, ეს საოცრებაა. დაუკვირდით, სად ვართ, დედამიწაზე, ნამდვილ საოცრებაში.

მოდით, ცუდს ნუ დავინახავთ და ერთმანეთის კარგი დავინახოთ. თუ ასე მოვიქცევით, დამიჯერეთ, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება.” მიყვარს ჩემი ბიჭი, ისევ მანებივრებს ისევ მეთამაშება! მადლობა მათაც ვისაც სულ გახსოვთ გოგიჩას სიყვარული,” – წერს ნათია ბანძელაძე.

გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა: „რამდენ რამეზე ვაპირებდით ერთად სიცილს და სიხარულს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g