LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოგმართავთ მხატვრებს, ვისაც უნდა ნამუშევრების წაღება, წაიღეთ” – ქეთი შავგულიძე

312
BeFunky-collage - 2023-02-13T230447.514

ხელოვანების მიერ ნამუშევრების ეროვნული გალერეიდან გატანას, გამოფენის, “ავტოპორტრეტი სარკესთან” კურატორი, ქეთი შავგულიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მოგმართავთ მხატვრებს, ვისაც უნდა ნამუშევრების წაღება, წაიღეთ”, – წერს ქეთი შავგულიძე.

ეროვნულ გალერეას ნამუშევრების დაბრუნების მოთხოვნით, მხატვრებმა შოთიკო აფციაურმა და ანდრო დადიანმა უკვე მიმართეს.

ცნობისათვის, 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით დაწერა ფრაზა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ისჯება შინაპატიმრობით 1-იდან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 3-დან ხუთ წლამდე.

„შეწყვიტეთ ხელოვნების წარმომადგენლებზე ზეწოლა“ – საიას განცხადება

მხატვარი შოთიკო აფციაური ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნახატის დაბრუნებას მოითხოვს

„არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ თაყვანისმცემელმა. მე განვაცხადე პოლიციაში… ჩემი აზრით მას არავინ დაიჭერს, ჯარიმას დაუწესებენ“ – მუზეუმის წარმომადგენელი

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა

„ვფიქრობ, პოლიტიკური თავდასხმაა“ – პრეზიდენტის მრჩეველი ნახატების წაღებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g