LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოგვენატრება ნუცას ვარსკვლავური პერფორმანსები“ – American Idol-ის შემოქმედებითი გუნდი ნუცა ბუზალაძეზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

4072
343137016_806060810867422_586527306956411506_n

რამდენიმე დღის წინ ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ამერიკულ მეგაპროექტს გამოეთიშა. სამწუხაროდ, მიღებული ხმების რაოდენობა პროექტის მომდევნო ტურში გადასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ნუცას აქტიურად გულშემატკივრობდნენ როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, რისთვისაც ნუცამ მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

ქართველი მომღერლის პროექტიდან გამოთიშვამ, უამრავ გულშემატკივარს დასწყვიტა გული, მათ შორის არის American Idol-ის შემოქმედებითი გუნდი, რომლებმაც ამერიკული მეგაპროექტის ოფიციალურ Facebook გვერდზე ნუცას ფოტო წარწერით „მოგვენატრება ნუცას ვარსკვლავური პერფორმანსები“ გამოაქვეყნეს.

ვიდეო: „შენ ხარ ვარსკვლავი“ – როგორ შეაფასა American Idol-ის ჟიურიმ ნუცა ბუზალაძის გამოსვლა

„ჩემთვის ის უკვე გამარჯვებაა, რაც ჟიურიმ მითხრა პროექტის განმავლობაში… ისიც, რომ პირველი უცხოელი ვარ 25 წლის მანძილზე, რაც ეს პროექტი გადის ტელევიზიით – რისი მიღწევაც მინდოდა ამ პროექტით, უკვე გამოვიდა“ – ნუცა ბუზალაძე

 

 

We send our ? and a fond farewell to Nutsa and Lucy Love! #IDOL

Posted by American Idol on Sunday, 30 April 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები