LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგზაურებისთვის აშშ-ში შესვლის წესები იცვლება

813
web-welcome-to-the-USA-sign-credit-iStock-471552617

ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის წესები იცვლება. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა გამოსცა და ის ძალაში 8 ნოემბრიდან შევა. აღნიშნული განკარგულების მიხედვით, ქვეყანაში დროებით შემომსვლელი ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე (noncitizen nonimmigrant) ვალდებულია იყოს სრულად ვაქცინირებული და წარადგინოს ფრენამდე 3 დღით ადრე გაკეთებული კორონავირუსის უარყოფითი ტესტი.

სრულად ვაქცინირებულად მიიჩნევა პირი, რომელსაც შემოსვლამდე სულ მცირე 14 დღით ადრე, ჩატარებული აქვს FDA-ს ან WHO Emergency Use List-ის ვაქცინების სრული კურსი.

აქვე აღსანიშნავია ის, რომ 18 წლამდე ასაკის პირებს არ მოეთხოვებათ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, თუმცა მათ უნდა წარადგინონ ფრენამდე 1 კალენდარული დღით ადრე გაკეთებული ტესტის ნეგატიური პასუხი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები