LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოიგეთ 1 000 000 PLUS 1 ნაბიჯით“ – ინდმეწარმეებისთვის საქართველოს ბანკში გათამაშება დაიწყო

506
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. 2025 წლის 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე ინდმეწარმეებს შეუძლიათ, ჩაერთონ საქართველოს ბანკის ახალ გათამაშებაში, რომელიც გამარჯვებულებს ერთი მილიონი PLUS ქულის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

გათამაშებაში ჩართვა ყველას შეუძლია, ვინც საქმიანობას ინდმეწარმის სტატუსით ახორციელებს.

გათამაშებაში მონაწილეობისთვის საჭიროა:

  • ბიზნეს ინტერნეტბანკში ან ბიზნეს მობილბანკში შესვლა
  • გათამაშების პერიოდში სულ მცირე ერთი ტრანზაქციის შესრულება, მაგალითად, თანხის გადარიცხვა ან გადასახადის დაფარვა
  • ყოველი ასეთი ტრანზაქციით ინდმეწარმე ავტომატურად ერთვება გათამაშებაში
  • ერთ-ერთი ტრანზაქცია კი მომგებიანი ხდება – სამი გამარჯვებული იღებს 1 000 000 PLUS ქულას, რომელიც ფიზიკური პირის ანგარიშზე ჩაერიცხებათ.

„ინდმეწარმეები ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. ჩვენი მიზანი მათთვის ისეთი ინსტრუმენტების შექმნაა, რომლებიც მათ საქმიანობას ამარტივებს. სწორედ ასეთი ინსტრუმენტებია ჩვენი ციფრული არხები – ბიზნეს მობილბანკი და ბიზნეს ინტერნეტბანკი, სადაც ინდმეწარმეებს როგორც ბიზნესის ფინანსების მართვა, ისე დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობა აქვთ”, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

გათამაშებაში მონაწილეობისთვის გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან ესტუმრეთ ბიზნეს ინტერნეტბანკს. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g