LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი

507
wvimagza

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 აპრილს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 1-2 მაისს სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +23, +28 გრადუსის ფარგლებში იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3-4 მაისს შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გაწვიმდება, ზოგან შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 მისს +26, +28 გრადუსი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g