LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა

136
's

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Moody’s საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი Ba2 დონეზე დაადასტურა. 

პერსპექტივის გაუმჯობესების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური რისკებისადმი საქართველოს მოწყვლადობის უფრო დაბალ დონეზე შეფასებაა.

რეიტინგის ძლიერი მხარეები მაღალი ეკონომიკური ზრდა, შოკების მიმართ ეკონომიკის მდგრადობა, ძლიერი ინსტიტუციური ჩარჩო, ფისკალური სტაბილურობა და ინფლაციის შემცირებაა.

სააგენტოს შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5.5%-ის დონეზეა მოსალოდნელი, ფისკალური სტაბილურობა კი მომავალშიც მყარად შენარჩუნდება, რაც ვალის დაბალ დონესა და დაღმავალ ტენდენცის უზრუნველყოფს.

დადებითად არის შეფასებული ბოლო წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაღმავალი ტენდენციაც და მიჩნეულია, რომ ეს არა დროებითი, არამედ სტრუქტურული გაუმჯობესებაა, რაც, ერთი მხრივ, მაღალი ფისკალური დისციპლინის, მეორე მხრივ კი, განხორციელებული რეფორმების შედეგია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g