LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობა რომ შიმშილის მდგომარეობიდან გამოვიდეს, უნდა შეიქმნას საგანგებო კომისია პრემიერის ხელმძღვანელობით: ინჯიას ინიციატივა

78
ფრიდონ ინჯია

“იმისთვის, რომ მოსახლეობა შიმშილის მდგომარეობიდან გამოვიდეს, მიმაჩნია, რომ უნდა შეიქმნას საგანგებო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.” – “ევროპელი სოციალისტების” ერთ-ერთი ლიდერი ფრიდონ ინჯიამ ახალი ინიციატივის შესახებ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ინჯიამ აღნიშნა, საგანგებო შტაბს შინაგან საქმეთა მინისტრს გადააბარებდა, მისი განმარტებით, ამას ორმაგი დატვირთვა აქვს:

“საგანგებო შტაბს კი, რომელიც დღეს კოვიდთან მიმართებით არსებობს, შინაგან საქმეთა მინისტრს გადავაბარებდი, მას დავნიშნავდი, საგანგებო შტაბის ხელმძღვანელად. ამას ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი ის, რომ წესრიგი არ არის ქვეყანაში. მანქანით რომ გაიარო, 30% ნიღბის გარეშე დადის, კარგი იქნება, ამ შტაბს ჯანმრთელობის მინისტრთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრი ჩასდგომოდა სათავეში.” – განაცხადა ინჯიამ.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭო გასული წლის 28 იანვარს შეიქმნა და როგორც მაშინ პრემიერმა განაცხადა, საბჭოს როლი კოვიდთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია და მან პანდემიასთან ეფექტურად ბრძოლის საქმეს სრული სისტემური კოორდინირება გაუწია.

magti 5g