გამოცემა Variety-ის საოცრად საინტერესო რუბრიკის, Actors On Actors დეკემბრის სტუმრები ანჯელინა ჯოლი და სინტია ერივო გახლდნენ.
ცხადია, ინტერვიუს ჯოლის ახალი ფილმის, „მარიას“ განხილვის გარეშე არ ჩაუვლია. 49 წლის მსახიობმა, რომელმაც სწორედ აღნიშნული კინოსურათისთვის „ოქროს გლობუსის“ ნომინაცია დაიმსახურა, განაცხადა, რომ ის გადაღებების დროს გამუდმებით საკუთარ შესაძლებლობებში იყო დაეჭვებული.
„მე არ ვარ სრულყოფილი ადამიანი, თუმცა, ძალიან შრომისმოყვარე ვარ. მე და ჩემს გმირს შორის ძალიან ბევრია საერთო, მარიაც ჩემსავით მარტოობით იტანჯებოდა“, – აცხადებს 49 წლის მსახიობი.
მიიღებს თუ არა ჯოლი „საუკეთესო მსახიობი ქალის“ ტიტულს, ამას 2025 წლის 5 იანვარს შევიტყობთ.
ფოტო/ვიდეო: ანჯელინა ჯოლი ჯიმი ფელონის შოუში ფეხშიშველი მივიდა