LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოსალოდნელია ძლიერი თოვა და თოვლის ზვავები.. შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“ – 23 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

517
Untitled design (5)

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 23 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 23 ნოემბერს დღის მეორე ნახევრიდან გვიან საღამომდე, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია თოვლის ზვავები.

„მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g