LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსალოდნელია სეტყვა, ელჭექი და ქარი: კახეთში ამინდი უარესდება

119
setyva22

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 სექტემბერს გვიან საღამოდან 16 სექტემბრის დილამდე და 16 სექტემბერს გვიან საღამოდან 17 სექტემბრის დილამდე კახეთში ამინდი გაუარესდება.

რეგიონში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი, ამასთან შესაძლებელია  ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება აღინიშნოს.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ალაზნის მარცხენა შენაკადებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

magti 5g