“დელტა შტამი” “ბრიტანულ შტამს” აგვისტოში თითქმის მთლიანად ჩაანაცვლებს, – ეპიდემიოლოგები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
ექიმები ბოლო 10 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით არსებულ მდგომარეობას საყურადღებოდ მიიჩნევენ. მათი დაკვირვებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კლებისკენ მიდის, თუმცა იზრდება ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტის ალექსანდრე გოგინავას განმარტებით, ზღვის სეზონიდან გამომდინარე საკურორტო რეგიონებში მობილობა გაიზრდება, რამაც შესაძლოა ეპიდსიტუაციის გაუარესება გამოიწვიოს.
ინფექციონისტის ეკა ჭოლაძის განცხადებით, თუ “ინდური” შტამი უფრო მარტივად გადაეცემა და ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, შედარებით უფრო აგრესიული ფორმით გამოირჩევა ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში, ამ შემთხვევაში მოსახლეობას სიფრთხილე მართებს.
