LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოშინაურებული“ ლეონარდო დიკაპრიო საცოლის მკლავებში – 50 წლის ლეოსა და 26 წლის ვიტორიას საშობაო ვოიაჟი

308
page

ლეონარდო დიკაპრიო და მისი საცოლე, ვიტორია ჩერეტი საახალწლო არდადეგებს კარიბის ზღვის ლაჟვარდოვან სანაპიროებზე ატარებენ. 50 წლის ლეო და 26 წლის მოდელი პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როცა წყალში ერთად ცურავდნენ.

აღსანიშნავია, რომ ლეოს ძალიან უყვარს ეგზოტიკური, სათავგადასავლო ტურები და როგორც ჩანს, ამ მისწრაფებებს მისი რჩეულიც იზიარებს.

წყვილის ფოტოებს უცნაური კომენტარი მოჰყვა.

„აი ასე გამოიყურება მოთვინიერებული მამაკაცი“, „მოარჯულა ლეო“, „ბოლოსდაბოლოს მოშინაურებულია ლეონარდო დიკაპრიო“, – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, ბოლო თვეებია დასავლური მედია აქტიურად ალაპარაკდა წყვილის ნიშნობაზე. ჩერეტი ნიშნობის ბეჭდით ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გადაიღეს. ცოტა ხნის წინ კი აღნიშნული სიახლე ინსაიდერმაც დაადასტურა.

როგორ დაიპყრო ვიტორია ჩერეტიმ ყველასთვის მოუხელთებელი ლეონარდო დიკაპრიო – ცნობილია მოდელის სტრატეგიული გეგმა

„ჯადო მოხსნილია“ – 26 წლის ვიტორია ჩერეტიმ 50 წლის ლეონარდო დიკაპრიოს უღელი დაადგა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები