მოუთმენლად ველი თქვენს მხარდაჭერას ამ გადამწყვეტ დროს, – სალომე ზურაბიშვილი ფრიდრიხ მერცს და ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ ფრიდრიხ მერცს და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. წარმატებას გისურვებთ გერმანიის წინსვლის წინამძღოლობაში. მოუთმენლად ველი თქვენს მხარდაჭერას ამ გადამწყვეტ დროს, საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი – ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) ლიდერობს, მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ხოლო ოლაფ შოლცის „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია მესამე ადგილზეა.
Congratulations to @_FriedrichMerz and @CDU on winning the parliamentary elections! Wishing you success in leading Germany forward. Looking forward to your support in this crucial time for Georgia’s European future and for new, free and fair elections.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 23, 2025